დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი - შევთანხმდით, რომ შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი კარი მუდმივად ღიაა, რათა გვერდში დავუდგეთ პროფკავშირებს
ავტორი:
2018/აპრილი/18 17:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/margvelashvili_9a1f8.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/488714-giorgi-margvelashvili-shevthankhmdith-rom-shromis-usafrthkhoebis-sakithkhebthan-dakavshirebith-chveni-kari-mudmivad-ghiaa-ratha-gverdshi-davudgeth-profkavshirebs.html", "headline": "გიორგი მარგველაშვილი - შევთანხმდით, რომ შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი კარი მუდმ...", "datePublished": "2018-04-18 13:37:00", "dateModified": "2018-04-18 13:37:00", "description": "“შრომის უსაფრთხოების შესახებ” კანონის დახვეწასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგვე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/margvelashvili_9a1f8.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } “შრომის უსაფრთხოების შესახებ” კანონის დახვეწასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილთან, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველი ბორდის წევრ იენს ერიკ ორტისთან და პროფკავშირების სხვა წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოიკვეთა, რომ შრომის უსაფრთხოების კანონში მთელი რიგი მიმართულებები დასახვეწია.

“ჩვენ ბევრ კონკრეტულ საკითხს შევეხეთ. ეს იყო როგორც კონკრეტული ტრაგიკული შემთხვევები სამუშაო ადგილებზე, ასევე შრომის ინსპექციის მიერ ასეთი შემთხვევებისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმებზე და იმ კანონმდებლობაზე, რომელიც კიდევ უფრო დასახვეწია. ვისაუბრეთ იმ სამუშაოზე, რომელიც ჩასატარებელია რისკის შემცველი ადგილების ინსპექტირებისა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემის თვალსაზრისით. შევთანხმდით, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი კარი მუდმივად ღიაა, რათა გვერდში დავუდგეთ პროფკავშირებს და პროფკავშირების სახით ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც კი არ უნდა იღუპებოდნენ სამუშაო ადგილებზე, არამედ უნდა შეეძლოს უკეთესი ცხოვრებისთვის იღვაწონ და თავიანთ ოჯახებს გამოადგნენ”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

პროფკავშირების თამჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა, რომელსაც შრომითი კანონმდებლობის დახვეწისა და ევროპული კონვენციით გათვალისწინებულ სტანდარტებზე დაფუძნების ინიციატივა აქვს, აცხადებს, რომ ამ საქმეში პრეზიდენტისგან სრული მხარდაჭერა მიიღო.

“შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი, რა თქმა უნდა, შახტებთან და მაღაროებთან დაკავშირებით გაკეთდა. იყო აქცენტი იმასთან დაკავშირებით, რა ტიპის დახმარება შეუძლია გაგვიწიოს ინვესტიციამ შრომის უსაფრთხოებაში. როგორ დაგვეხმარებიან ჩვენი ევროპელი კოლეგები და პოლიტიკური მხარდაჭერაც ჩვენს ინიციატივას ბუნებრივია სჭირდება. პრეზიდენტი სრულად დაეთანხმა იმ შენიშვნებს, რომელიც შრომის უსაფრთხოების კუთხით გვაქვს და ეს შავით თეთრზე წერია, რადგან კონვენცია აბსოლუტურად სხვა რამეს გულისხმობს და სხვა რამ წერია კანონში. ბუნებრივია, ეს კანონი იქნება დასახვეწი და შესაცვლელი”, - განაცხადა პეტრიაშვილმა.

“შრომის უსაფრთხოების შესახებ” კანონი დაახლოებით ერთი თვის წინ მიიღეს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 450
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია