დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ეკა ბესელიამ და ევროკავშირის წარმომადგენლებმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის თაობაზე ისაუბრეს
ავტორი:
2018/აპრილი/17 20:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/beselia.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/488523-eka-beseliam-da-evrokavshiris-tsarmomadgenlebma-sakhelmtsifo-inspeqtoris-samsakhuris-sheqmnis-thaobaze-isaubres.html", "headline": "ეკა ბესელიამ და ევროკავშირის წარმომადგენლებმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის თაობაზე ისაუ...", "datePublished": "2018-04-17 16:05:37", "dateModified": "2018-04-17 16:05:37", "description": "იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა. პარლამენტი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/beselia.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაცით, შეხვედრის მთავარი თემა იყო „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნას ითვალისწინებს და ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების წინაშე აღებულ ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს.

მხარეებმა ისაუბრეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის მიმართულებებზე, უფლებამოსილებებზე, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე არჩევაზე, სამსახურის დამოუკიდებლობაზე, სახელმწიფო ინსპექტორის სხვა უწყებებთან ურთიერთობების საკითხებზე და სხვა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვამდე, კომიტეტი დეტალურად გაეცნობა ყველა დაინტერსებული მხარის მიერ საკითხთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებს და წინადადებებს. მისივე თქმით, კანონის მიღების შემდეგ კომიტეტი მისი იმპლემენტაციის პროცესზე მონიტორინგს განახორციელებს.

აღინიშნა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახური, რომლის უფლებამონაცვლედაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური განისაზღვრება, ეფექტურად ახორციელებდა მასზე დაკისრებულ საქმიანობას.

შეხვედრის მონაწილეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ახალი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომლის უფლებამოსილებებშიც, ასევე შევა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება, შეძლებს მისი უფლებამოსილებების სრულყოფილად განხორციელებას.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 584
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია