დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეკა ბესელია მმართველი გუნდისა და „ევროპული საქართველოს“ რაიმე ტიპის ერთობას გამორიცხავს
ავტორი:
2018/აპრილი/17 15:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAGVISTO/beselia2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/488462-eka-beselia-mmarthveli-gundisa-da-evropuli-saqarthvelos-raime-tipis-erthobas-gamorickhavs.html", "headline": "ეკა ბესელია მმართველი გუნდისა და „ევროპული საქართველოს“ რაიმე ტიპის ერთობას გამორიცხავს", "datePublished": "2018-04-17 11:09:17", "dateModified": "2018-04-17 11:09:17", "description": "ჩვენ ფაქტებზე ვაკეთებთ შესაბამის კომენტარებს და ფაქტებს ვარქმევთ სახელს, - ამის შესახებ იურიდიულ საკ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGVISTO/beselia2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ჩვენ ფაქტებზე ვაკეთებთ შესაბამის კომენტარებს და ფაქტებს ვარქმევთ სახელს, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი აბაშიშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

ეკა ბესელია მმართველი გუნდისა და „ევროპული საქართველოს“ რაიმე ტიპის ერთობას გამორიცხავს.

“არა თუ არ მიმიღია ეს სერიოზულ განცხადებად, შეიძლება ამაზე გავიღიმოთ და გავაგრძელოთ გზა და შეიძლება, არ გავიღიმოთ და სერიოზული სახით გითხრათ, რომ არა, რა თქმა უნდა, გამორიცხულია, რაიმე ტიპის ერთობა, რადგან აქ არის ღირებულებათა და ფასეულობებათა აბსოლუტური სხვაობა”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი უმრავლესობის კრიტიკას, რომელიც შეწყალების საკითხს ეხება, შემდეგნაირად ეხმაურება.

“პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი მიმდინარეობს “ევროპული საქართველოსა” და “ქართული ოცნების” მონაწილეობით და სამწუხაროა, რომ ამ უმრავლესობის გამაერთიანებელი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოებაა”, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი მიმდინარეობს “ევროპული საქართველოსა” და “ქართული ოცნების” მონაწილეობით. „სამწუხაროა, რომ ამ უმრავლესობის გამაერთიანებელი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოებაა“, - განაცხადა აბაშიშვილმა.

აღნიშნული კომენტარით გიორგი აბაშიშვილი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც შეწყალების საკითხს უკავშირდებოდა. მისი თქმით, პრეზიდენტმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ყველა კითხვას უპასუხა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 500
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია