დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„თავისუფალი საქართველო“ დღეს საგარეჯოში ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლებას გააპროტესტებს
ავტორი:
2018/აპრილი/17 09:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/tavisufalisaqartvelo.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/488363-thavisufali-saqarthvelo-dghes-sagarejoshi-erth-erthi-ojakhis-gamosakhlebas-gaaprotestebs.html", "headline": "„თავისუფალი საქართველო“ დღეს საგარეჯოში ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლებას გააპროტესტებს", "datePublished": "2018-04-17 04:28:02", "dateModified": "2018-04-17 04:28:02", "description": "„თავისუფალი საქართველო“ დღეს, საგარეჯოში, ლეონიძის ქუჩა #12-თან ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლებას გააპროტ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/tavisufalisaqartvelo.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } „თავისუფალი საქართველო“ დღეს, საგარეჯოში, ლეონიძის ქუჩა #12-თან ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლებას გააპროტესტებს.

ამასთან, „თავისუფალი საქართველო“ მოუწოდებს სხვა პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას, რომ შეუერთდნენ აღნიშნულ აქციას, რათა ურდულაშვილების ოჯახი გამოსახლებისგან გადაარჩინონ.

„ბოლო დღეებში კიდევ ერთხელ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება საბანკო-საკრედიტო სექტორში არსებულმა უმწვავესმა პრობლემებმა, რასთან დაკავშირებითაც სპეკულირებენ სწორედ ის პოლიტიკური ძალები, რომლებმაც ქვეყანა შეიყვანეს ამ კრიზისში. „ნაციონალური“ მოძრაობის ლიდერები დღეს ბრალს სდებენ „ქართულ ოცნებას“ (სრულიად სამართლიანად), რომ მათ არაფერი არ გააკეთეს და უფრო მეტად გააღრმავეს საბანკო კრიზისი, თუმცა არაფერს საუბრობენ იმაზე, რომ ეს საბანკო კრიზისი სწორედ სააკაშვილის მმართველობის წლებში დაიწყო. სწორედ სააკაშვილის მმართველობის დროს დამკვიდრდა ტენდენცია, რომ უმაღლეს სახელმწიფო პოსტებს იკავებენ ბანკირები (პრემიერ-მინისტრები: ნოღაიდელი, გურგენიძე, გილაური) და რაც მთავარია, სააკაშვილის მმართველობის წლებში იქნა მიღებული კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც ბანკებს და მევახშეებს საშუალება მიეცათ სასამართლოს გვერდის ავლით გამარტივებული წესით პირდაპირ დაეწყოთ მოვალეების გამოსახლება საცხოვრებელი ფართებიდან. ერთადერთი პარტია, რომელიც მაშინ ეწინააღმდეგებოდა ამ მავნე კანონმდებლობას იყო „თავისუფალი საქართველო“, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, მაშინ ამ ყველაფერს ისინი უწოდებდნენ არა „საბანკო-საკრედიტო კრიზისს“, არამედ „ლიბერალურ-ეკონომიკურ რეფორმებს“. ჩვენ, „თავისუფალი საქართველო“ წლების მანძილზე ყველა სამართლებრივი საშუალებით ვუპირისპირდებოდით როგორც ცალკეულ ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ასევე კერძო მევხშეებს, ვცდილობდით და ვცდილობთ გადავარჩინოთ გამოსახლებას თითოეული ოჯახი. 11:00 საათზე, საგარეჯოში, ლეონიძის ქუჩა N12-ში დაგეგმილია 5 სულიანი ოჯახის გამოსახლება. ურდულაშვილების ოჯახმა სესხად თავის დროზე 5000 აშშ დოლარი აიღო, საიდანაც 2000 აშშ დოლარი უკვე დაფარა, ანუ რეალურად დავალიანება შეადგენს 3000 აშშ დოლარს. მოვალე თანახმაა მევახშე - იური გრიგორიანს გადაუხადოს 3000 აშშ დოლარის დავალიანება სარგებელთან ერთად 15000 დოლარის ოდენობით, თუმცა ამაზეც წინააღმდეგია და ითხოვს 20000 დოლარს, ანუ რეალურად არსებული დავალიანების თითქმის 670%-ს“, - აცხადებენ პარტიაში.

პარტიის განცხადებით, ოჯახის გამოსახლებისგან გამოსახლება მხოლოდ საზოგადოების თანადგომითაა შესაძლებელი.

„მოვუწოდებთ ყველას, განსაკუთრებით საგარეჯოელებს, შევიკრიბოთ 11:00 საათზე, ლეონიძის ქუჩა N12-ში და გადავარჩინოთ ეს ოჯახი მევახშე გრიგორიანის და მინისტრ წულუკიანის ძალადობისაგან. ასევე მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას (განსაკუთრებით, რომლებიც ბევრს სპეკულირებენ ამ თემით), არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებს, რომ შემოუერთდნენ აქციას საგარეჯოში“, - აცხადებენ პარტიაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 642
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია