დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თამარ ჩუგოშვილი - პრეზიდენტი ახლა თუ შეწყვეტს ძალადობრივ დანაშაულზე შეწყალების აქტის გამოცემას, ეს კონკრეტულ მსხვერპლს სიცოცხლეს ვერ დაუბრუნებს
ავტორი:
2018/აპრილი/16 16:30:04
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/chugoshvilii.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/488284-thamar-chugoshvili-prezidenti-akhla-thu-shetsyvets-dzaladobriv-danashaulze-shetsyalebis-aqtis-gamocemas-es-konkretul-mskhverpls-sicockhles-ver-daubrunebs.html", "headline": "თამარ ჩუგოშვილი - პრეზიდენტი ახლა თუ შეწყვეტს ძალადობრივ დანაშაულზე შეწყალების აქტის გამოცემას, ეს კ...", "datePublished": "2018-04-16 12:36:42", "dateModified": "2018-04-16 12:36:42", "description": "პარლამენტის ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ახლა თუ შეწყვეტს ძალადობრივ დანაშა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/chugoshvilii.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ახლა თუ შეწყვეტს ძალადობრივ დანაშაულზე შეწყალების აქტების გამოცემას, ეს კონკრეტულ ადამიანს და კონკრეტულ მსხვერპლს სიცოცხლეს ვერ დაუბრუნებს.

თამარ ჩუგოშვილმა პრეზიდენტს შეწყალების სტატისტიკა დაუწუნა და განაცხადა, რომ მას არ ეგულება არც ერთი ქვეყანა, რომელიც ახლოს მივა ამ სტატისტიკასთან, თუმცა ვიცე სპიკერს ჟურნალისტებთან საუბრისას კონკრეტული სტატისტიკა არ დაუსახელებია.

"აქ არის ორი კითხვა. ერთი - შეეხება შეწყალებების პრაქტიკას და ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ, პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების ისეთი სტატისტიკა არსებობს, რომ მე არ მეგულება რომელიმე სხვა ქვეყანა, რომელიც ახლოს მაინც მოვა ამ სტატისტიკასთან. ძალიან დიდი პროცენტული მაჩვენებელია და შედეგი ვნახეთ - ჩვენ ვნახეთ შეწყალებული ადამიანი, რომელმაც უსასტიკესი მკვლელობა ჩაიდინა და უმძიმესი ფაქტი დაფიქსირდა ჩვენს ქალაქში. რაც შეეხება კონკრეტულად ამ საქმეს, არ ვიცი დეტალები როგორ წარიმართა, მაგრამ ნებისმიერ ძალადობრივ დანაშაულთან დაკავშირებით კიდევ უფრო განსაკუთრებით ყურადღებით და ფრთხილად რომ უნდა იყოს პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია, ბუნებრივია, ამაზე დავა არ შეიძლება. ახლა თუ შეწყვეტს და შეაჩერებს ეს კონკრეტულ მსხვერპლს და კონკრეტულ ადამიანს სიცოცხლეს ვერ დაუბრუნებს", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალის მკვლელობასთან დაკავშირებით, რომელშიც ფიგურირებს პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პირი, გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს შეწყალებაზე ერთხელ უარი ეთქვა, ხოლო მეორე თხოვნას თან ახლდა ოჯახის სურვილი მის გათავისუფლებაზე. პრეზიდენტი ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემას დროებით წყვეტს.
თემა: ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა ზვიად ქორიძემ ის დოკუმენტები გაასაჯაროვა, რომელიც შეწყალების კომისიამ ვეფხია ბაქრაძესთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებიდან მიიღო
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 693
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია