საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
პრეზიდენტის განცხადებით, ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულს შეწყალებაზე ერთხელ უარი ეთქვა, ხოლო მეორე თხოვნას თან ახლდა ოჯახის სურვილი მის გათავისუფლებაზე
ავტორი:
2018/აპრილი/16 15:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAGVISTO/margvelashvili_1a807.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/488263-prezidentis-ganckhadebith-barnovis-quchaze-mkvlelobashi-braldebuls-shetsyalebaze-erthkhel-uari-ethqva-kholo-meore-thkhovnas-than-akhlda-ojakhis-survili-mis-gathavisuflebaze.html", "headline": "პრეზიდენტის განცხადებით, ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულს შეწყალებაზე ერთხელ უარი ეთქვა, ხოლო ...", "datePublished": "2018-04-16 11:13:32", "dateModified": "2018-04-16 11:13:32", "description": "საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGVISTO/margvelashvili_1a807.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს შეწყალებაზე ერთხელ უარი ეთქვა, ხოლო მეორე თხოვნას თან ახლდა ოჯახის სურვილი მის გათავისუფლებაზე. ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

“რამდენიმე დღეა საზოგადოება შეძრწუნებულია იმ საშინელი მკვლელობის გამო, რომელიც თბილისში მოხდა. ბუნებრივია, ჩვენთვისაც ძალიან მძიმე გადასატანია ყოველი ასეთი შემაძრწუნებელი ძალადობის აქტი. კიდევ უფრო მეტად მძიმე არის ეს მოვლენა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვიცით, ამ დანაშაულში ეჭვმიტანილი იქნა შეწყალებული ჩვენს მიერ. საზოგადოებას გაუჩნდა კითხვები, სრულიად ლეგიტიმურად, საზოგადოება ითხოვს ამ მოვლენის ახსნას და ჩვენ მზად ვართ, ყველა დასმულ კითხვას ვუპასუხოთ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა ბრიფინგზე საქმის ყველა დეტალზე ისაუბრა, რაც მისთვის შეწყალებისას იყო ცნობილი.

“2014 წლის აგვისტოში ეჭვმიტანილმა, რომელიც მაშინ მსჯავრდებული იყო, ჩაიდინა ძალადობის აქტი თავისი მეუღლის მიმართ, თუმცა მაშინ ეს ადამიანი არ იყო დაპატიმრებული და მხოლოდ ოთხთვენახევრის შემდეგ, დეკემბერში ჩადენილი ავარიის შემდეგ იქნა დაკავებული და მიესაჯა სასჯელი. მან ერთხელ მიმართა შეწყალების კომისიას და მისი თხოვნა უარყოფილ იქნა, მეორე მიმართვისას კომისიაში შესული იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საბუთი, რომელთაგანაც აღსანიშნავია სასჯელაღსრულების ცნობა, რომელიც ეფუძნება ფსიქოლოგის დადებით დასკვნას, სოციალური მუშაკის დადებით დასკვნას, სამართლებრივი რეჟიმის დაწესებულების ინსპექტორის დადებით დასკვნას და სამედიცინო ცნობას, რომელშიც არ არის მითითებული რაიმე სულიერი აშლილობის თაობაზე. საქმეს ერთვოდა მსჯავრდებულის აღიარება და იმ ფაქტის აღწერა, რომ ის 4 შვილის მამა იყო. თხოვნას თან ერთვოდა ოჯახის გამოხატული სურვილი ბრალდებულის გათავისუფლების თაობაზე. ამ დეტალზე მეტ კონკრეტიკას ვერ მოგახსენებთ“, - განაცხადა მარგველაშილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 13 აპრილს თბილისში, ბრალდებულმა ვეფხია ბაქრაძემ ყოფილი მეუღლის შვილი, 25 წლის თამარ გამრეკელაშვილი მოკლა. სამართალდამცველებმა 14 აპრილს თელეთში დააკავეს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, ვეფხია ბაქრაძემ საპატიმრო პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე რამდენიმე ხნის წინ დატოვა. მათივე განმარტებით, დაკავებული ბაქრაძე შეწყალებას ითხოვდა, თუმცა მას უდო-ს კომისიამ ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე 6-ჯერ უთხრა უარი.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109 მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვე პუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის განზრახ მკვლელობას, ჩადენილს განსაკუთრებული სისასტიკით.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 102
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია