დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მოქალაქეები შეფერხებით გადაადგილდებიან
ავტორი:
2018/აპრილი/15 16:00:02
../photo/2015_02/0/sarfis-sabajo_25610.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/488144-sarfis-sabazho-gamshveb-punqtze-moqalaqeebi-sheferkhebith-gadaadgildebian.html", "headline": "სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მოქალაქეები შეფერხებით გადაადგილდებიან", "datePublished": "2018-04-15 12:05:56", "dateModified": "2018-04-15 12:05:56", "description": "სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მოქალაქეები შეფერხებით გადაადგილდებიან, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0/sarfis-sabajo_25610.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მოქალაქეები შეფერხებით გადაადგილდებიან, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა მოქალაქემ, როზეტა მაისურაძემ განუცხადა, რომელიც სარფის საბაჟოსთან იმყოფება.

მისი თქმით, საზღვარს თურქეთის მოქალაქეები თურქეთის მიმართულებით თავისუფლად კვეთენ, საქართველოს მოქალაქეები კი შეფერხებით გადაადგილდებიან. მაისურაძის განმარტებით, შეფერხების მიზეზი მათთვის უცნობია.

"რამდენიმე საათია ათობით საქართველოს მოქალაქე სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან იმყოფება და საზღვრის გადაკვეთას ცდილობს. მიზეზი არ ვიცით, არავინ გვეუბნება. თავისუფლად მოძრაობენ თურქეთის მოქალაქეები, ჩვენ კი საზღვარს ვერ ვკვეთთ",- აცხადებს როზეტა მაისურაძე.

საქართველოს შემოსავლების სამსახურში საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 605
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია