დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კალაძე - პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის არანაირი დაპირისპირება არაა და არც უმრავლესობის დაშლის საფრთხე არსებობს
ავტორი:
2018/აპრილი/15 13:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/kaladzevakeshi.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/488129-kakha-kaladze-premiersa-da-parlamentis-thavmjdomares-shoris-aranairi-dapirispireba-araa-da-arc-umravlesobis-dashlis-safrthkhe-arsebobs.html", "headline": "კახა კალაძე - პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის არანაირი დაპირისპირება არაა და არც უმრავლე...", "datePublished": "2018-04-15 08:53:53", "dateModified": "2018-04-15 08:53:53", "description": "პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, არც უმრავლესობის დაშ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/kaladzevakeshi.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, არც უმრავლესობის დაშლის საფრთხე არსებობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ მმართველ პარტიაში არსებული დაპირისპირების თემის კომენტირებისას განუცხადა.

საქმე ეხება გავრცელებულ სავარაუდო მიმოწერას, სადაც თითქოს პრემიერ–მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარეს წერს, რომ მისი არც ერთი პოზიცია არ იყო გაზიარებული, რაც პრემიერისთვის სამწუხაროა. ამავე ინფორმაციის თანახმად, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთ შეკრებაზე დაპირისპირება მოხდა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ ერთ–ერთ დეპუტატს პრემიერის თანდასწრებით შეურაცხყოფა მიაყენა. პრემიერი კი კობახიძისგან დეპუტატისადმი ბოდიშის მოხდას მოითხოვდა.

კახა კალაძის შეფასებით, მმართველ პარტიაში პროცესები ჩვეულებისამებრ მიმდინარეობს და მუშაობის დროს აზრთა სხვადასხვაობა ბუნებრივია. მისი თქმით, უმრავლესობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. კალაძის განცხადებით, არავის გარიცხვაზე არ მიმდინარეობს მსჯელობა და ყველაფერი დალაგდება.

„პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, არც უმრავლესობის დაშლის საფრთხე არსებობს. მესმის გარკვეულ ჯგუფებს აქვთ ამის სურვილი, მაგრამ ეს არ მოხდება. უმრავლესობა თავისუფალ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. გუნდში როდესაც მიმდინარეობს მსჯელობა, არის აზრთა სხვადასხვაობა და ეს ნორმალური პროცესია. ჩვენ გამოვედით იმ მდგომარეობიდან, როდესაც ერთი კაცი წყვეტდა ყველაფერს და ერთი კაცის გემოვნებაზე იყო აგებული სახელმწიფოებრიობა და ქვეყნის მართვა. არავის გარიცხვაზე არ მიმდინარეობს მსჯელობა. ყველაფერი დალაგდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 539
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია