დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი მარგველაშვილი - ქართული ენა ჩვენი იდენტობის, კულტურული, ეთნიკური და სახელმწიფოებრივი იდენტობის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფენომენია
ავტორი:
2018/აპრილი/14 14:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/margvelashvili_3d07d.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/488047-giorgi-margvelashvili-qarthuli-ena-chveni-identobis-kulturuli-ethnikuri-da-sakhelmtsifoebrivi-identobis-erth-erthi-mthavari-ganmapirobebeli-fenomenia.html", "headline": "გიორგი მარგველაშვილი - ქართული ენა ჩვენი იდენტობის, კულტურული, ეთნიკური და სახელმწიფოებრივი იდენტობი...", "datePublished": "2018-04-14 10:00:31", "dateModified": "2018-04-14 10:00:31", "description": "ქართული ენა ჩვენი იდენტობის, კულტურული, ეთნიკური და მნიშვნელოვანწილად სახელმწიფოებრივი იდენტობის ერ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/margvelashvili_3d07d.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ქართული ენა ჩვენი იდენტობის, კულტურული, ეთნიკური და მნიშვნელოვანწილად სახელმწიფოებრივი იდენტობის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფენომენია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თსუ-ში, ქართული ენის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს შემთხვევაში ენამ მართლაც უნიკალური როლი შეასრულა.

„მიხარია, რომ დღეს, სწორედ აქ, თბილისის სახლმეწიფო უნივერსიტეტში ჩვენ ასე მნიშვნელოვნად აღვნიშნავთ იმ თარიღს, რომელიც სულ 40 წლის წინ იწყებოდა. ორგანიზატორებსაც ალბათ, ბოლომდე არ ჰქონდათ იმედი როგორ გაგრძელდებოდა მათი დღე და მათი მომავალი, მაგრამ მათ გმირული ნაბიჯი გადადგეს, გადადგეს და დაიცვეს ჩვენი მშობლიური ენა და ამასთან ერთად სტიმული მისცეს ჩვენი ეროვნული მოძრაობის ახალი ტალღის წამოწყებას. ქართული ენა ჩვენი იდენტობის, ქართული იდენტობის კულტურული, ეთნიკური და მნიშვნელოვანწილად სახელმწიფოებრივი იდენტობის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფენომენია. საქართველოს შემთხვევაში ენამ მართლაც უნიკალური როლი შეასრულა ამ ურთულეს რეგიონში ასეთი მცირერიცხოვანი ეთნოსის და სახელმწიფოს ათასწლეულების განმავლობაში გადარჩენასა და თავისთავის შენარჩუნების პროცესში. გავიხსენოთ პირველი ერთიანი სახელმწიფოს შექმნა ფარნავაზის დროს. ამ პერიოდში, ამ მომენტში, მესამე საუკუნეში იქმნება ქართული დამწერლობა და ანბანი, რომელიც ალბათ მანამდეც რაღაც ფორმით არსებობდა, ყოველ შემთხვევაში, სახელმწიფოებრიობის კონსოლიდაციას სწორედ იმ მომენტში უკავშირდება. გავიხსენოთ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენი ერის ჩამოყალიბებაში და საკუთარი იდენტობის განსაზღვრაში. მეოთხე საუკუნე, როდესაც ჩვენ ქრისტიანობას ვიღებთ და ამ მომენტშიც, სწორედ ქრისტიანობის მიღება იყო, გარდა სულიერი არჩევანისა, შესაძლებლობა საკუთარი თავის გამოყოფის, იდენტიფიკაციის, საკუთარი ენდემურობის და განსაკუთრებულობის გამორჩევის და ამ მომენტშივე სწორედ ახალ ძალას იძენს ქართული დამწერლობა და ქართული ენა. მანამდე როგორც ვხედავთ თუნდაც ადმინისტრაციულ დოკუმენტაციაში, ან სხვა შემორჩენილ წყაროებში, ასე აქტიური არ არის, მაგრამ როგორც კი ერს და სახლემწიფოს უჩნდება მოტივაცია შექმნას ახალი ძლიერი ტალღა, ხელახლა დაადგინოს და განსაზღვროს თავის თავი, აი ამ მომენტში ჩვენი წინაპრები სწორედ ჩვენს დამწერლობას და ჩვენს ენას იყენებენ მთავარ მაკონსოლიდირებელ ძალად, გარკვეულ დვრიტად, რომელიც უნარს აძლევს პოლიტიკოსებს, ერს, საზოგადოებას იმისთვის, რომ შექმნას და დაამკვიდროს ძლიერად თავის იდენტობა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 550
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია