დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რომან კაკულია - ვეთანხმები მამუკა ბახტაძის ინიციატივას, თუმცა ეს არ ნიშნავს ბანკებთან ბრძოლას
ავტორი:
2018/აპრილი/14 09:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVL/kakulia_f197d.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/487991-roman-kakulia-vethankhmebi-mamuka-bakhtadzis-iniciativas-thumca-es-ar-nishnavs-bankebthan-brdzolas.html", "headline": "რომან კაკულია - ვეთანხმები მამუკა ბახტაძის ინიციატივას, თუმცა ეს არ ნიშნავს ბანკებთან ბრძოლას", "datePublished": "2018-04-14 05:41:42", "dateModified": "2018-04-14 05:41:42", "description": "ეს არის მიმართული არა ბანკების წინააღმდეგ, არამედ იმ მოწყვლადი სეგმეტისკენ, რომელიც სამწუხაროდ თავის...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVL/kakulia_f197d.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ეს არის მიმართული არა ბანკების წინააღმდეგ, არამედ იმ მოწყვლადი სეგმეტისკენ, რომელიც სამწუხაროდ თავისი შესაძლებლობებით დღეს ვერ სარგებლობს საბანკო კრედიტებით, - ასე აფასებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია მთავრობის ახალ ინიციატივას „სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმასთან" დაკავშირებით.

კაკულიას თქმით, ეს პრობლემა ეხება თავად სეგმენტს და არა ბანკებს. რაც შეეხება იმას, რომ ბანკი ვერ აძლევს კრედიტს იმ ადამიანს, რომელსაც შეიძლება კარგი იდეა ჰქონდეს და არ აქვს სათანადო გირავნობა, დეპუტატის თქმით, ბანკს ვერ დაავალდებულებენ, რომ სათანადო უზრუნველყოფის გარეშე მისცეს მას კრედიტი.

„ამ პრობლებას თავისუფალი საბაზრო მიდგომა ვერ დაარეგულირებს, ამიტომაც საჭიროა მთავრობის მხრიდან ხელშეწყობა. გამოსავალი კომპლექსურ მიდგომაშია. თუ აღნიშნულ ინიციატივას შევავსებთ მთავრობის მხრდან ორი მნიშვნლოვანი ფაქტორით, კერძოდ, მკაფიოდ განსაზღვრული ფარდობითი უპირატესობების, კვლევებით რეგიონების დონეზე, ანუ განისაზღვროს რაში უნდა ჩაიდოს ფული. ასევე მნიშვნელოვანია ტრენინგები და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამები, რაც კონკრეტულ ადამიანებს დაეხმარება. საბოლოოდ, ეს არის გამოსავალი და შედეგად ასეთ ადამიანებს გაეზრდებათ ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა.

ბანკების პრობლემა ბიზნესთან კონკურენციაა და არა ის, რომ მოწყვლად ჯგუფებს არ აძლევს სესხებს. ეს უკანასკნელი მთელი ქვეყნის პრობლემაა და მამუკა ბახტაძის მიერ დაანონსებული ინიციატივაც მის მოგვარებას გულისხმობს. რაც შეეხება არაპროფილურ აქტივებს, ამ მიმართულებით ეროვნულ ბანკს საკმაოდ კარგი ინიციტივები აქვს და უკვე გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა კიდეც. ჩვენ მივიღეთ აღნიშნული კანონმდებლობა, სადაც ასევე ჩაიწერა, რომ ამ კუთხით მუშაობა გაგრძელდება. მნიშვნელოვანია ჩვენთან ერთად ბანკირებმა და ბანკებმაც გააცნობიერონ, რომ არაპროფილური აქტივებით საქმიანობა საზიანოა ისევ მათთვის, მათივე კონკურენტუნარიანობისთვის და უმჯობესია მხოლოდ საბანკო საქმიანობით იყვნენ დაკავებულნი“, - აღნიშნა რომან კაკულიამ, რომლის კომენტარს კომიტეტის აპარატი ავრცელებს.

საქართველოს მთავრობა ფინანსთა სამინისტროსთან ერთად „სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმას" იწყებს. როგორც ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რეფორმა გულისხმობს ახალგაზრდა სტარტაპერებისთვის ფაქტობრივად, ნულოვანი განაკვეთის სასტარტო კაპიტალის მიწოდებას. მისივე შეფასებით, მაკროეკონიმიკური პერსპექტივის გადასახედიდან, ახალგაზრდა მეწარმეები და სტარტაპერები ნებისმიერი ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა არიან. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ის საპროცენტო განაკვეთები, რაც ჩვენს სისტემაშია, ფაქტობრივად, არ იძლევა შანსს ბიზნესის დაწყების. მისივე განცხადებით, საბანკო სისტემა არ უნდა იყოს ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ, მისი მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 608
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია