დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თინა ხიდაშელი - დღეს „ქართულ ოცნებაში“ ხელის შესაწმენდი არავინ ჰყავთ და ერთმანეთს დაერივნენ
ავტორი:
2018/აპრილი/12 22:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/xidashelitinaaa_a0891.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/487755-thina-khidasheli-dghes-qarthul-ocnebashi-khelis-shesatsmendi-aravin-hyavth-da-erthmaneths-daerivnen.html", "headline": "თინა ხიდაშელი - დღეს „ქართულ ოცნებაში“ ხელის შესაწმენდი არავინ ჰყავთ და ერთმანეთს დაერივნენ", "datePublished": "2018-04-12 18:38:45", "dateModified": "2018-04-12 18:38:45", "description": "დღეს „ქართულ ოცნებაში“ ხელის შესაწმენდი არავინ ჰყავთ და ერთმანეთს დაერივნენ, - ამის შესახებ თავდაცვი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/xidashelitinaaa_a0891.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } დღეს „ქართულ ოცნებაში“ ხელის შესაწმენდი არავინ ჰყავთ და ერთმანეთს დაერივნენ, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, კოალიცია „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის უმრავლესობა უფრო იმსახურებს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრობას, ვიდრე კვირიკაშვილის გუნდში ყოფნას.

„დღეს „ქართულ ოცნებაში“ ხელის შესაწმენდი აღარავინ ჰყავთ. ადრე რამე რომ ხდებოდა, ადვილი იყო „რესპუბლიკელებზე“ და „თავისუფალ დემოკრატებზე“ ხელის შეწმენდა. პარტია „ქართული ოცნება“ შეკრული იყო, რადგან კოალიციაშივე ჰყავდათ წარმოსახვითი მტრები, რომლის წინაშეც ერთიანი და გამძლე უნდა ყოფილიყვნან. მაგალითად მაშინ, როდესაც გოგი თოფაძე და თამაზ მეჭიაური იბრძოდა, ისინი ერთად ებრძოდნენ მათ მიერვე არჩეულ თავდაცვის მინისტრს, რადგან ის იყო სხვა პარტიის წევრი, მიუხედავად იმისა, რომ კოალიციაში შემავალი იყო. მაშინ ყველაფერი რიგზე იყო, ახლა „მტრები“ შიგნით აღარ ჰყავთ, ერთი პარტია არიან და ამიტომ ერთმანეთს დაერივნენ. ჩვენ მივიღეთ „საგურამოს გუნდის“ და დანარჩენებს კონფრონტაცია. საგურამოს გუნდში შედიან ისინი, ვინც წინა საპარლამენტო არჩევნებზე ბატონმა კვირიკაშვილმა საგურამოში წარადგინა“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 610
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია