დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მამუკა მდინარაძე - ცალკეული დეპუტატების მხრიდან პარტიული დისციპლინის დარღვევა გრძელდება, მაგრამ ყველას ვთხოვ, ნუ აყვებიან ცალკეულ განცხადებებს
ავტორი:
2018/აპრილი/11 14:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/mdinaradze_09d9d.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/487467-mamuka-mdinaradze-calkeuli-deputatebis-mkhridan-partiuli-disciplinis-darghveva-grdzeldeba-magram-yvelas-vthkhov-nu-ayvebian-calkeul-ganckhadebebs.html", "headline": "მამუკა მდინარაძე - ცალკეული დეპუტატების მხრიდან პარტიული დისციპლინის დარღვევა გრძელდება, მაგრამ ყველ...", "datePublished": "2018-04-11 10:44:01", "dateModified": "2018-04-11 10:44:01", "description": "ცალკეული დეპუტატების მხრიდან პარტიული დისციპლინის დარღვევა კვლავ გრძელდება, მაგრამ ყველას ვთხოვ, ნუ ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/mdinaradze_09d9d.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ცალკეული დეპუტატების მხრიდან პარტიული დისციპლინის დარღვევა კვლავ გრძელდება, მაგრამ ყველას ვთხოვ, ნუ აყვებიან ცალკეულ განცხადებებს – უახლოეს დღეებში ყველაფერი დალაგდება, – აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარტიის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, მათ შორის პრემიერ–მინისტრი ეთანხმება შეფასებას, რომ რიგი დეპუტატების მხრიდან პარტიული დისციპლინის დარღვევას აქვს ადგილი. ამ კონტექსტში მდინარაძემ ნუკრი ქანთარია, დავით ჭიჭინაძე და გედევან ფოფხაძე დაასახელა.

„გუშინ პარტიის ოფისში ამ საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა შედგა. ჩვენი შეფასებით, რამდენიმე დეპუტატის მხრიდან დისციპლინა დაირღვა და გაკეთდა არაკორექტული განცხადებები, რასაც პარტიის ხელმძღვანელობა, მათ შორის პრემიერ–მინისტრი დაეთანხმა. ამის მიუხედავად, ძალიან სამწუხაროდ ასეთი განცხადებები და პარტიული დისციპლინის დარღვევა კვლავ გრძელდება. ყველას ვთხოვ, ნუ აყვებიან ცალკეულ განცხადებებს. უახლოეს დღეებში ყველაფერი დალაგდება. გაიმართება პარტიაში შეხვედრა. განიხილება ყველა განცხადება და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები“, – განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 620
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია