დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ჭიჭინაძე - პარლამენტში არავინ არავის უფროსი არ არის - ამ ახალგაზრდა ყმაწვილებს საკუთარი აზრი ჩამოუყალიბდათ, ეს ხალხი გავს გუგულს, რომელიც სხვის ბუდეში დებს კვერცხებს
ავტორი:
2018/აპრილი/11 12:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/chichinadze_d9d1a.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/487441-davith-tcitcinadze-parlamentshi-aravin-aravis-ufrosi-ar-aris-am-akhalgazrda-ymatsvilebs-sakuthari-azri-chamouyalibdath-es-khalkhi-gavs-guguls-romelic-skhvis-budeshi-debs-kverckhebs.html", "headline": "დავით ჭიჭინაძე - პარლამენტში არავინ არავის უფროსი არ არის - ამ ახალგაზრდა ყმაწვილებს საკუთარი აზრი ჩ...", "datePublished": "2018-04-11 08:40:07", "dateModified": "2018-04-11 08:40:07", "description": "„ქართული ოცნების“ დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის შეფასებით, პარტიული დისციპლინა პარლამენტის თავმჯდომარე ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/chichinadze_d9d1a.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } „ქართული ოცნების“ დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის შეფასებით, პარტიული დისციპლინა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ დაარღვიეს, როცა პრემიერ–მინისტრის საპირისპირო განცხადებები გააკეთეს. ამ კონტექსტში ჭიჭინაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარეების ზურაბ ჟვანიასა და ნინო ბურჯანაძის მაგალითები გაიხსენა და განმარტა, რომ როცა მათ აღარ მოსწონდათ ედუარდ შევარდნაძის და მიხეილ სააკაშვილის გუნდები, ის დატოვეს.

„ეს არ იყო მათი პრემიერ–მინისტრის საწინააღმდეგო პირველი განცხადება. შეგიძლიათ ყველაფერს გადახედოთ. ამ ახალგაზრდა ყმაწვილებს საკუთარი აზრი ჩამოუყალიბდათ. ეს ხალხი ძალიან გავს გუგულს, რომელიც სხვის ბუდეში დებს კვერცხებს. ახლა ჯობს თავი შევიკავოთ კონფრონტაციის გაღრმავებისგან. ისინი გუშინდელ შეხვედრას საკუთარ ინტერპრეტაციას უკეთებენ. გუშინ იყო საუბარი იმაზე, რომ ყველა დეპუტატის მონაწილეობით შემუშავდება გადაწყვეტილებების მიღების ფორმა, რაზეც ჩვენ ყველანი შევთანხმდებით და რაც აღარ უნდა დაარღვიო. პარლამენტში არავინ არავის უფროსი არ არის. ძალიან ცუდი ფაქტია, როცა კოლეგის გადაწყვეტილებას ასე აუგად ეხმიანები. გამოსავალს უმრავლესობის შეკრებაში ვხედავთ – ჩვენ ვართ მოწადინებული ერთობისაკენ“, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით ჭიჭინაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 545
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია