დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
26 მაისს მსოფლიოს მრავალი დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდება
ავტორი:
2018/აპრილი/11 11:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/janelidze_448b4.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/487423-26-maiss-msoflios-mravali-dedaqalaqis-ghirsshesanishnaobebi-saqarthvelos-droshis-ferebshi-ganathdeba.html", "headline": "26 მაისს მსოფლიოს მრავალი დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდება", "datePublished": "2018-04-11 07:43:48", "dateModified": "2018-04-11 07:43:48", "description": "მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში საქართველოსთან მეგობრობის სიმბოლოდ განთავსდება მემორიალური დაფები, - ამის ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/janelidze_448b4.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში საქართველოსთან მეგობრობის სიმბოლოდ განთავსდება მემორიალური დაფები, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საგარეო საქმეთა სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად აქტიურად არის ჩართული როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, შემეცნებითი, კულტურული და საზოგადოებრივი აქტივობების დაგეგმვაში.

„პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილია საქართველოს შესახებ 100-ზე მეტი კულტურული ღონისძიება, სამეცნიერო კონფერენცია, ლექციათა ციკლი და საგაზეთო სტატია. საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობების მიერ მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოეწყობა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკასთან დაკავშირებული ისტორიული ფოტო გამოფენები, საქართველოს კულტურის, ტრადიციებისა და დემოკრატიული განვითარების ამსახველი ღონისძიებები.

მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში საქართველოსთან მეგობრობის სიმბოლოდ მემორიალური დაფები განთავსდება.
უშუალოდ 26 მაისს საქართველოს დროშის ფერებში განათდება მსოფლიოს მრავალი დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები.
იგეგმება ასევე საქართველოს სახელობის ქუჩის გახსნა ვილნიუსში.

გაიმართება საქართველოს შესახებ კონფერენციები ვაშინგტონში, ბრიუსელში, პარიზსა და ევროპის სხვა დედაქალაქებში; წამყვანი ქართველი ხელოვანების და შემოქმედებითი ანსამბლების მონაწილეობით გაიმართება კონცერტები და შემოქმედებითი საღამოები ევროპის დედაქალაქებში, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, ამერიკის კონტინენტზე“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 533
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია