დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/15 19:00:02
"კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" მზად არის წინასაარჩევნო პერიოდში ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოებისა და საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის მოსაზრებებისა და ინფორმაციის გაცვლას მართლმსაჯულების სფეროს აქტუალური საკითხების შესახებ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კოალიციიდან აცნობეს, ბოლო წლების განმავლობაში კოალიციამ, დეტალური ანალიზის საფუძველზე, შეიმუშავა მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრისთვის საჭირო რეკომენდაციები, რომელთაც პერიოდულობით აცნობს საქართველოს მოსახლეობას და შესაბამის სახელისუფლო სტრუქტურებს. კოალიციის მიზანია, ყველა დაინტერესებულ მხარეს გააცნოს მართლმსაჯულების საკუთარი ხედვა და აქტიურად შეუწყოს ხელი მის იმპლემენტაციას.
"ამ პროცესში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საპრეზიდენტო კანდიდატებისთვის კოალიციის მოსაზრებების მიწოდება იმის თაობაზე, თუ რა არის საჭირო სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდისათვის. ამავდროულად, სამოქალაქო საზოგადოებისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის საინტერესოა საპრეზიდენტო კანდიდატების ხედვა მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე.
ამ მიზნით, კოალიციის წევრები მზადყოფნას გამოთქვამენ შეხვდნენ და ითანამშრომლონ ყველა საპრეზიდენტო კანდიდატთან, მათი მხრიდან ინტერესის გამოხატვის შემთხვევაში",-ნათქვამია განცხადებაში.
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის 2011 წლის აპრილს ჩამოყალიბდა და 30-ზე მეტ წევრ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1231
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია