დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მიხეილ ჯანელიძემ და ჯეფრი გერიშმა აშშ-სა და საქართველოს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდის ტენდენციაზე ისაუბრეს
ავტორი:
2018/აპრილი/06 13:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/janelidze_9b6e7.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/487016-mikheil-janelidzem-da-jefri-gerishma-ashsh-sa-da-saqarthvelos-shoris-vatcrobisa-da-investiciebis-zrdis-tendenciaze-isaubres.html", "headline": "მიხეილ ჯანელიძემ და ჯეფრი გერიშმა აშშ-სა და საქართველოს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდის ტენდე...", "datePublished": "2018-04-06 08:55:50", "dateModified": "2018-04-06 08:55:50", "description": "ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/janelidze_9b6e7.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის მოადგილესთან ჯეფრი გერიშთან შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და შეერთებულ შტატების ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალზე. ხაზი გაესვა აშშ-საქართველოს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების მაღალი დონის დიალოგის (HLTID) მნიშვნელობას და აღნიშნული დიალოგის შემდეგი რაუნდისთვის მზადების პროცესს.

მიხეილ ჯანელიძემ აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლის მოადგილეს საქართველოში ბოლო დროს განხორციელებული ინსტიტუციური და ეკონომიკური რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მან ასევე ქვეყნის რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის შეუქცევადი პროცესის შესახებ ისაუბრა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა ბოლო დროს საქართველოს მიერ წარმატებით დასრულებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს აშშ-სა და საქართველოს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდის ტენდენციას, რაც გამოწვეულია საქართველოში ხელსაყრელი ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს არსებობით. მხარეებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული ქმნის კარგ წინაპირობას აშშ-ს კომერციული და ბიზნეს ინტერესების სათანადოდ წარმოჩენისთვის საქართველოში და მთელს რეგიონში.

„მიხეილ ჯანელიძე ვაშინგტონს სამუშაო ვიზიტით 3-6 აპრილს სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს. ასევე შეხვედრებს მართავს კონგრესში, საქართველოს საკითხებზე მომუშავე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების ექსპერტებთან“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 609
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია