დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი კახიანი - არ გამოვრიცხავ, გედევან ფოფხაძე გუნდში დარჩეს - არც ისაა გამორიცხული, მხოლოდ ფრაქციიდან გავიდეს და უმრავლესობის უფრაქციო დეპუტატი იყოს
ავტორი:
2018/აპრილი/05 14:30:01
../photo/2015_02/0-00-1AMART-2017/kaxiani.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/486890-giorgi-kakhiani-ar-gamovrickhav-gedevan-fofkhadze-gundshi-darches-arc-isaa-gamorickhuli-mkholod-fraqciidan-gavides-da-umravlesobis-ufraqcio-deputati-iyos.html", "headline": "გიორგი კახიანი - არ გამოვრიცხავ, გედევან ფოფხაძე გუნდში დარჩეს - არც ისაა გამორიცხული, მხოლოდ ფრაქცი...", "datePublished": "2018-04-05 10:27:07", "dateModified": "2018-04-05 10:27:07", "description": "არ გამოვრიცხავ, გედევან ფოფხაძე გუნდში დარჩეს - არც ისაა გამორიცხული, მხოლოდ ფრაქციიდან გავიდეს და უ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AMART-2017/kaxiani.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } არ გამოვრიცხავ, გედევან ფოფხაძე გუნდში დარჩეს - არც ისაა გამორიცხული, მხოლოდ ფრაქციიდან გავიდეს და უმრავლესობის უფრაქციო დეპუტატი იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განუცხადა.

კახიანის თქმით, მისთვის წარმოუდგენელია უმრავლესობის გედევან ფოფხაძის გარეშე საქმიანობა და ის, რომ ფოფხაძე მათი თანაგუნდელი აღარ იყოს.

“ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ერთად მოვდივართ. რაღაც ცვლილება შეიძლება მხოლოდ სამართლებრივად მოხდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გედი ფაქტობრივად უმრავლესობაში დარჩება. რაც შეეხება უმრავლესობაში არსებულ მდგომარეობას, მე მეჩვენება, რომ ტრაგიკული მდგომარეობის დახატვა გადაჭარბებულად ხდება. სინამდვილეში ეს ასე არ არის. უმრავლესობის შიგნით ბევრად უფრო სტაბილური მდგომარეობაა, ვიდრე ამ ბოლო დღეებში გამოჩნდა. უმრავლესობა 116 წევრისგან შედგება და ბუნებრივია, რომ შეიძლება კონკრეტულ პირებს შორის რაღაც უთანხმოება არსებობდეს, მაგრამ არანაირი წინაპირობა იმისა, რომ უმრავლესობის ერთიანობას რაიმე საფრთხე ემუქრება, არ არსებობს“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

გუშინ პარლამენტმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს ვაკანტურ პოზიციაზე უმცირესობის კვოტით წარდგენილი ნინია კაკაბაძე აირჩია. პარლამენტის გადაწყვეტილება გააპროტესტა გედევან ფოფხაძემ, რომელმაც უმრავლესობიდან გასვლის შესახებ გააკეთა განცხადება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 679
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია