დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გედევან ფოფხაძე - უმრავლესობიდან წასვლის გადაწყვეტილება ცალსახად ნინია კაკაბაძის მხარდაჭერას უკავშირდება - წასვლის სხვა მიზეზი არ მქონია
ავტორი:
2018/აპრილი/04 14:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVL/fofxadze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/486678-gedevan-fofkhadze-umravlesobidan-tsasvlis-gadatsyvetileba-calsakhad-ninia-kakabadzis-mkhardatceras-ukavshirdeba-tsasvlis-skhva-mizezi-ar-mqonia.html", "headline": "გედევან ფოფხაძე - უმრავლესობიდან წასვლის გადაწყვეტილება ცალსახად ნინია კაკაბაძის მხარდაჭერას უკავშირ...", "datePublished": "2018-04-04 10:45:15", "dateModified": "2018-04-04 10:45:15", "description": "უმრავლესობიდან წასვლა რამდენიმე პროცედურის გავლასთან არის დაკავშირებული - სავარაუდოდ, მე ამ პროცედურ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVL/fofxadze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } უმრავლესობიდან წასვლა რამდენიმე პროცედურის გავლასთან არის დაკავშირებული - სავარაუდოდ, მე ამ პროცედურას ხვალიდან დავიწყებ ან შეიძლება აღდგომის შემდეგ დავიწყო, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ჯერ კიდევ “ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გედევან ფოფხაძემ განუცხადა.

“ეს გადაწყვეტილება ცალსახად უმრავლესობის მხრიდან ნინია კაკაბაძის მხარდაჭერას უკავშირდება - ამ ეტაპზე წასვლის სხვა მიზეზი მე არ მქონია“, - დასძინა ფოფხაძემ.

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია მმართველი გუნდიდან წასვლის შესახებ მას უმრავლესობის შიგნით თანამოაზრეები ჰყავდეს, ფოფხაძემ განმარტა, რომ ამასთან დაკავშირებით ჯერ არაფერი იცის, არავისთან უსაუბრია და განცხადება წასვლაზე “გაბრაზებულ გულზე აქვს გაკეთებული“.

“არ ვიცი, ვინ რა პოზიციაზეა და ვინ რას იზამს. მიმაჩნია, რომ მე უნდა გავაკეთო ის, რაც მორალურად სწორია. დამატებით კომენტარს აღარ ვაკეთებ“, - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

პარლამენტმა უმრავლესობის გარეთ დარჩენილი დეპუტატების კვოტით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. ნინია კაკაბაძე 55-ხმით აირჩიეს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 585
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია