დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელებს სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობის გამო ადმინისტრაციული ჯარიმები დაეკისრება
ავტორი:
2018/აპრილი/03 12:00:02
../photo/2015_02/0-00-1NOEM-2016/parlamenti-axaliii-17.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/486440-masobrivi-thavsheyris-obieqtebis-mflobelebs-savaldebulo-dazghvevis-gareshe-saqmianobis-gamo-administraciuli-jarimebi-daekisreba.html", "headline": "მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელებს სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობის გამო ადმინისტრაცი...", "datePublished": "2018-04-03 07:30:52", "dateModified": "2018-04-03 07:30:52", "description": "მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელებს სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობის გამო ადმინისტრაცი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1NOEM-2016/parlamenti-axaliii-17.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელებს სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობის გამო ადმინისტრაციული ჯარიმები დაეკისრება. ამასთან დაკავშირებით “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისთვის“ სპეციალური მუხლის დამატება იგეგმება. პროექტი დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა მოამზადა.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება.
საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, სავაჭრო ცენტრის, ბაზრობის მფლობელის მიერ მესამე პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა გამოიწვევს მფლობელის 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.

გარდა ამისა, სავაჭრო ცენტრის, ბაზრობის მფლობელის მიერ ობიექტში კომერციული საქმიანობით დაკავებული მეწარმე სუბიექტის ქონებისათვის (მოძრავი ქონება, მარაგები) მიყენებული ზიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა, გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას, ობიექტში ფუნქციონირებადი დაუზღვეველი კომერციული ობიექტების რაოდენობის 100 ლარზე ნამრავლის ოდენობით.

სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობის გამო, ავტოგასამართი და აირგასამართი სადგურების მფლობელები დაჯარიმდებიან თითოეული დაუზღვეველი სადგურის რაოდენობის 1 000 ლარზე ნამრავლის ოდენობით.

100 და მეტ ადგილიანი სასტუმრო-დასასვენებლი სახლის მფლობელის მიერ სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა გამოიწვევს მფლობელის 5 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით - დაკისრებული სახდელის ორმაგი ოდენობით დაკისრებას გამოიწვევს.

მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელებისთვის სავალდებულო დაზღვევა 1-ელი მარტიდან ამოქმედდა. მთავრობის დადგენილებით, მფლობელების მიერ მესამე პირის დაზღვევა შემდეგ ობიექტებზე მოქმედებს: - სავაჭრო ცენტრი, ბაზრობა, ავტოგასამართი/აირგასამართი სადგური, სასტუმრო.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 508
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია