დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კოჟორიძე - პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით პროექტს პრეზიდენტი ალბათ საერთოდ არ დააფინანსებდა, ყველაფერი რომ თავის ადგილზე იყოს
ავტორი:
2018/აპრილი/03 09:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/kojoridze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/486397-kakha-kozhoridze-politpatimrebthan-dakavshirebith-proeqts-prezidenti-albath-saerthod-ar-daafinansebda-yvelaferi-rom-thavis-adgilze-iyos.html", "headline": "კახა კოჟორიძე - პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით პროექტს პრეზიდენტი ალბათ საერთოდ არ დააფინანსებდა, ყვე...", "datePublished": "2018-04-03 04:57:22", "dateModified": "2018-04-03 04:57:22", "description": "პრეზიდენტი ალბათ პროექტს საერთოდ არ დააფინანსებდა, ყველაფერი რომ თავის ადგილზე იყოს, - ამის შესახებ ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/kojoridze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პრეზიდენტი ალბათ პროექტს საერთოდ არ დააფინანსებდა, ყველაფერი რომ თავის ადგილზე იყოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში, კახა კოჟორიძემ, გუშინ გაფორმებულ მემორანდუმზე საუბრისას, „პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსის“ ეთერში განაცხადა.

კოჟორიძე მიმართავს ყველა პოლიტდევნილს და პოლიტპატიმარს, გამოიყენოს შანსი, მიმართონ ადვოკატთა ასოციაციას და დაიცვან თავისი უფლებები.


“მე ვფიქრობ, პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილებისთვის იქნება ეს პროექტი მნიშვნელოვანი და თან დროული იმ გაგებით, რომ პოლიტპატიმრებს და პოლიტდევნილებს 2018 წლის 1-ელ ივლისამდე აქვთ ვადა, რომ მიმართონ სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვონ მათი გამამტყუნებელი განაჩენების გადახედვა. პრეზიდენტი ალბათ ამ პროექტს საერთოდ არ დააფინანსებდა ყველაფერი რომ თავის ადგილზე იყოს. არ დააფინანსებდა პროექტს, სასამართლოები რომ იხილავდნენ საქმეებს და სამართალდამცველები იძიებდნენ იმ სისტემურ უსამართლობას, ისე, როგორც ეს საჭირო იყო, ასევე გამომდინარე იქიდან, რომ არ გასულიყო ის ვადა, რომელიც დანიშნულია. პრეზიდენტმა განახორციელა ეს იდეა, რომელიც ემსახურება იმას, რომ შეისწავლონ პოლიტპატიმრების საქმეები, გაუწიონ საადვოკატო დახმარება, მიმართონ სასამართლოს, რომ მოხდეს მათი საქმეების გადახედვა“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ე.წ. გირგვლიანის შესწორებებთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმის მიზანი იმ ღონისძიებების მხარდაჭერაა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში 2005-2012 წლებში რეპრესირებული ადვოკატებისთვის და 05.12.2012 წლის #76-ის დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ, ან დევნილ პირად მიჩნეული მსჯავრდებულების საქმეების შესწავლასა და სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე, მარეაბილიტირებელი გარემოებების დადგენას, რაც შესაძლებლობას მისცემს პირს, აღიდგინოს სამართლიანი სასამართლოს დარღვეული უფლება.

„უახლოეს წარსულში სისხლის სამართლებრივ დევნას და მსჯავრდებას დაქვემდებარებულ (რეპრესირებულ) ადვოკატთა რეაბილიტაციის დროებითი კომისია", რეპრესირებული ადვოკატებისა და პოლიტპატიმრად აღიარებული პირების მიმართვის შემთხვევაში, შეისწავლის მათ საქმეებს, მოამზადებს დასკვნებს და დაეხმარება, რომ მათი საქმეების ხელახლა განხილვის მიზნით სასამართლოს მიმართონ. კომისია, ასევე, დაეხმარება ზემოაღნიშნულ პირებს მიმართონ პროკურატურას მათ საქმეებში სამართალდამცავ ორგანოთა წარმომადგენელთა მხრიდან ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის გამოძიების მოთხოვნით.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 663
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია