დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი კვირიკაშვილი - გზა,რომელიც ჩვენ ავირჩიეთ სწორია და აუცილებლად მიგვიყვანს ჩვენს სანუკვარ მიზნამდე
ავტორი:
2018/მარტი/31 21:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/kvirikashviliaxalcixeshi.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/486124-giorgi-kvirikashvili-gzaromelic-chven-avirchieth-stsoria-da-aucileblad-migviyvans-chvens-sanukvar-miznamde.html", "headline": "გიორგი კვირიკაშვილი - გზა,რომელიც ჩვენ ავირჩიეთ სწორია და აუცილებლად მიგვიყვანს ჩვენს სანუკვარ მიზნა...", "datePublished": "2018-03-31 16:51:52", "dateModified": "2018-03-31 16:51:52", "description": "ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ყველა ოჯახმა საკუთარ თავზე იგრძნოს კეთლდღეო...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/kvirikashviliaxalcixeshi.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ყველა ოჯახმა საკუთარ თავზე იგრძნოს კეთლდღეობა, თუმცა გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ არის სწორი და აუცილებლად მიგვიყვანს ჩვენს სანუკვარ მიზნამდე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, პარტია „ქართული ოცნების“ ახალციხის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, თავშივე ვიტყვი იმას, რომ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ყველა ოჯახმა საკუთარ თავზე იგრძნოს კეთლდღეობა, თუმცა მე მინდა ვთქვა, რომ გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ არის სწორი და აუცილებლად მიგვიყვანს ჩვენს სანუკვარ მიზნამდე. დავიწყებ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებით, რომელსაც ჩვენ ამ რეგიონში ვახორციელებთ: იცით, რომ საქართველო-თურქეთის საზღვარზე ამოქმედდა ახალი საბაჟო გამშვები პუნქტი - „კარწახი“. პარალელურად, თურქეთში გაიხსნა საბაჟო გამშვები პუნქტი „აქთაშ-ჩილდირი“. გარდა იმისა, რომ ახალი საბაჟო ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს მგზავრებისათვის კომფორტული და სწრაფი მომსახურების მიღებას, ამავე დროს პროექტი ხელს უწყობს „სარფისა“ და „ვალეს“ საბაჟო-გამშვები პუნქტების განტვირთვას და სასაზღვრო პოლიტიკის გაუმჯობესებას.

დასრულდა ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის ძირითადი ნაწილი. პროექტი მოიცავს 180 კმ. სიგრძის სარკინიგზო მაგისტრალის რეაბილიტაციას, რეკონსტრუქციასა და მშენებლობას. იგი აზიის ქვეყნებს აკავშირებს ევროპასთან - პროექტი მოიცავს აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის ტერიტორიებს. გარდა ამ პროექტებისა, განხორციელდა 150 მლნ ლარის ღირებულების 2,777 ინფრასტრუქტურული პროექტი, ჯამში, ამ რეგიონში.
დასახლებული პუნქტების საავტომობილო გზების რეაბილიტაციის 306 პროექტი, რომლის ღირებულებაა 89 მლნ ლარი. 265 კილომეტრზე მოეწყო ასფალტ-ბეტონისა და ცემენტ-ბეტონის საფარები და ქვიშა-ხრეშის საფარი 200 კილომეტრზე. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 80 ხიდს, 2 100 000 ლარის ღირეულებით.

კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა ახალციხე - ადიგენის მიმართულებით გზის 8 კილომეტრიან მონაკვეთს, რისთვისაც 8, 6 მილიონი ლარი დაიხარჯა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ადიგენი-სოფელი მოხეს დამაკავშირებელი გზის 12 კმ-იან მონაკვეთს. დასრულდა გზის მშენებლობა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოსა და სოფელ ბარალეთს შორის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, დაგეგმილია ასევე აბასთუმანი-საირმე-ბაღდათის გზის რეაბილიტაცია და ასევე გოდერძის უღელტეხილზე გადასასვლელი გზის რეაბილიტაცია.

„აღნიშნული საავტომობილო გზები რეგიონს ერთი მხრივ აჭარასთან, მეორე მხრივ კი, იმერეთთან დააკავშირებს. სასმელი წყლის სისტემების მოსაწესრიგებლად განხორციელდა 527 პროექტი, 10 600 000 ლარის ღირებულებით. რეაბილიტირებული სასმელი წყლის მაგისტრალების საერთო სიგრძე 350 კილომეტრია. წყალმომარაგების მასშტაბური პროექტები განხორციელდა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში - კურცხანში, ბოლაჯურსა და ჩორჩანში; ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მუსხში, სვირსა და აწყურში; ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში - კოთელში, სულდა-დადეშსა და ბურნაშეთში.

აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 99 საბავშვო ბაღს, რომელთა ღირებულებამაც შეადგინა 4 800 000 ლარი, რეაბილიტირებული ბაღები აღიჭურვა ახალი ინვენტარითა და შესაბამისი ტექნიკით. 11 განახლებული საბავშვო ბაღი გაიხსნა ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მათ შორის, ქალაქ ვალეში, ქალაქ ვალეს მეორე შახტის დასახლებაში, სოფლებში: ურაველი, კლდე, პატარა პამაჯი, მინაძე, წყალთბილა, წნისი, საძელი, წინუბანი, ანდრიაწმინდა. ახალი ბაღები აშენდა ასევე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სასაზღვრო სოფელ კარწახში; ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდგინეთში; ადიგენის მუნიციპალიტეტში - დაბა ადიგენსა და სოფლებში ზარზმა, ლელოვანი, უდე, ბოლაჯური. კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა დაბა ასპინძის N1 და N2 საბავშვო ბაღებს, რომლითაც 600-მდე აღსაზრდელი სარგებლობს“, - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კეთილმოეწყო 2 ნაგავსაყრელი ასპინძასა და ნინოწმინდაში, შესაბამისად 122 372 ლარი და 317 596 ლარი დაიხარჯა ამ პროექტებზე, ასევე დაიხურა 2 ნაგავსაყრელი ბორჯომსა და ბაკურიანში.

პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ენერგოპროექტებზეც გაამახვილა ყურადღება.

„ექსპლუატაციაში შევიდა 87 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური „ფარავანი“, რომელიც წლიურად გამოიმუშავებს 420 მლნ კვტ.სთ. ელექტროენერგიას. ინვესტიციის მოცულობამ შეადგინა 185 მილიონი აშშ დოლარი, სამუშაოებზე დასაქმებული იყო 1000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 60% ადგილობრივი მოსახლე. გახსნის შემდეგ ჰესზე 35 ადამიანია დასაქმებული. ამჟამად რეგიონში კიდევ ერთი, 52 მეგავატიანი „მტკვარი ჰესის“ მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 120 მილიონი აშშ დოლარია. ჰესი ექსპლუატაციაში შევა 2019 წელს. ამჟამად მშენებლობაზე დასაქმებულია 300 ადგილობრივი მოსახლე, ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ჰესზე მუდმივად 50 ადამიანი დასაქმდება.
აშენდა თურქეთთან დამაკავშირებელი 400-კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზი და 500/400/220 კილოვოლტიანი ქვესადგური „ახალციხე“ . შენდება აჭარასა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 500/400/220 კვ-იანი „ახალციხისა“ და 220/110/35/10 კვ-იანი „ბათუმის“ ქვესადგურების დამაკავშირებელი 220-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი. მთლიანი პროექტის ღირებულება 36 მილიონი დოლარი გახლავთ. პროექტი ახალციხისა და ადიგენის ტერიტორიაზე დასრულდება 2018 წელს.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ბუნებრივი გაზის მიწოდების ქსელში ჩართვის საშუალება მიეცა დამატებით 7473 ოჯახს. პროექტის „სინათლე ყველა სოფელს“ ფარგლებში, პირველად მრავალი წლის შემდეგ ელექტროენერგია მიეწოდა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უტყისუბანის 18 ოჯახს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 622
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია