დაისვენე კურორტ ახალდაბაში
არგენტინელი დეპუტატი - საქართველო, როგორც საერთაშორისო ჰაბი, არგენტინისთვის განსაკუთრებით საინტერესოა
ავტორი:
2018/მარტი/30 18:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/argentina.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/485957-argentineli-deputati-saqarthvelo-rogorc-saerthashoriso-habi-argentinisthvis-gansakuthrebith-sainteresoa.html", "headline": "არგენტინელი დეპუტატი - საქართველო, როგორც საერთაშორისო ჰაბი, არგენტინისთვის განსაკუთრებით საინტერესო...", "datePublished": "2018-03-30 14:10:31", "dateModified": "2018-03-30 14:10:31", "description": "არგენტინაში საქართველოს ელჩი ირაკლი ყურაშვილი არგენტინის ეროვნული კონგრესის დეპუტატთა პალატას ეწვია,...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/argentina.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } არგენტინაში საქართველოს ელჩი ირაკლი ყურაშვილი არგენტინის ეროვნული კონგრესის დეპუტატთა პალატას ეწვია, სადაც ის საგარეო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარეს კორნელია შმიდტ ლიერმანს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ელჩმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საელჩოს გახსნის დღიდან, უკვე ექვსი წელია, რაც საქართველოს არგენტინასთან შესანიშნავი პოლიტიკური ურთიერთობები აკავშირებს და ეს კავშირები დღითიდღე ძლიერდება.

„გვინდა, გავაძლიეროთ კავშირები არგენტინასთან და ხელი შევუწყოთ საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების გზით. საქართველო, რომელიც ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს, გეოგრაფიული თვალსაზრისით სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყანაა და მას მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია არგენტინისთვის“, - დასძინა ელჩმა.

ირაკლი ყურაშვილმა სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროში ურთიერთობათა გაღრმავების პოტენციალზეც ისაუბრა. მისი თქმით, ღვინის წარმოება არის ის სფერო, რომელიც საქართველოსა და არგენტინას აერთიანებს. ტურიზმზე საუბრისას კი, ყურაშვილმა განაცხადა, რომ „არგენტინა ძალზე პოპულარულია საქართველოში და ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ქართველი ჩადის ამ ქვეყნის მოსანახულებლად“.

შეხვედრის დასასრულს, დეპუტატმა შმიდტ ლიერმანმა მადლობა გადაუხადა ქართველ დიპლომატს ვიზიტისთვის და აღუთქვა, რომ მაქსიმალურად შეუწყობს ხელს არგენტინის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ჩამოყალიბებას. მან ასევე დაადასტურა, რომ არგენტინა დაინტერესებულია ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის გაფართოებით.

„საქართველო განსაკუთრებით საინტერესოა, როგორც საერთაშორისო ჰაბი“, - დასძინა მან.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 530
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია