დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვანო ზარდიაშვილი - რეფორმები, რომელსაც მამუკა ბახტაძე გვთავაზობს, უდიდესი მნიშვნელობისაა და მოკლე დროში გამოიღებს შედეგებს
ავტორი:
2018/მარტი/30 13:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/zardiashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/485870-vano-zardiashvili-reformebi-romelsac-mamuka-bakhtadze-gvthavazobs-udidesi-mnishvnelobisaa-da-mokle-droshi-gamoighebs-shedegebs.html", "headline": "ვანო ზარდიაშვილი - რეფორმები, რომელსაც მამუკა ბახტაძე გვთავაზობს, უდიდესი მნიშვნელობისაა და მოკლე დრ...", "datePublished": "2018-03-30 09:45:01", "dateModified": "2018-03-30 09:45:01", "description": "საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ვანო ზარდიაშვილის შეფასებით, ბოლოდროინდელი რეფორმები და აქტივობები...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/zardiashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ვანო ზარდიაშვილის შეფასებით, ბოლოდროინდელი რეფორმები და აქტივობები, რომელსაც მამუკა ბახტაძე, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად გვთავაზობს, უდიდესი მნიშვნელობისაა და სულ მოკლე დროში გამოიღებს თვალნათლივ შედეგებს.

„პირველ რიგში, აღსანიშნავია ახალი საგადასახადო ინიციატივები, რომლებიც ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირებასა და განვითარებაზე. იცვლება დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები და შემოდის დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი, მცირე მეწარმეებისათვის 5-ჯერ მცირდება ბრუნვის გადასახადი, ხოლო მცირე მეწარმეების კატეგორიაში მოხვდება 500 000 ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმო. შემოთავაზებული საგადასახადო ინიციატივა წარმოადგენს მსოფლიოს მასშტაბით უპრეცედენტო მოვლენას. რაც მთავარია, მინისტრი, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ხვდებიან მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, აწვდიან ინფორმაციას რეფორმების შესახებ და მეწარმეებისაგან პირადად ისმენენ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს“, - აცხადებს ზარდიაშვილი.

მისივე თქმით, ფინანსთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო საფინანსო და დონორ ორგანიზაციებთან, მსოფლიოში წამყვანმა სარეიტინგო კომპანია FitchRatings-მა გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე.
„არსებული შედეგები, განხორციელებული და დაანონსებული რეფორმები ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ ზრდას, რაც საბოლოოდ საშუალებას მოგვცემს მივიღოთ სტაბილური ევროპული ტიპის სახელმწიფო“, - განაცხადა ზარდიაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 572
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია