დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რუსეთის საგარეო უწყება - ქართული მხარე კვლავაც შეეცადა რუსეთისთვის დაეკისრებინა პასუხისმგებლობა საკუთარ უუნარობაზე, დაარეგულიროს ურთიერთობა სოხუმთან და ცხინვალთან
ავტორი:
2018/მარტი/29 01:30:02
../photo/2015_02/shenobebi/rusetis-sagareo_4f308.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/485579-rusethis-sagareo-utsyeba-qarthuli-mkhare-kvlavac-sheecada-rusethisthvis-daekisrebina-pasukhismgebloba-sakuthar-uunarobaze-daareguliros-urthierthoba-sokhumthan-da-ckhinvalthan.html", "headline": "რუსეთის საგარეო უწყება - ქართული მხარე კვლავაც შეეცადა რუსეთისთვის დაეკისრებინა პასუხისმგებლობა საკუ...", "datePublished": "2018-03-28 20:01:47", "dateModified": "2018-03-28 20:01:47", "description": "საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ 9 მარტს გაკეთებული იმედის მომცემი განცხადებების...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/shenobebi/rusetis-sagareo_4f308.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ 9 მარტს გაკეთებული იმედის მომცემი განცხადებების საპირისპიროდ, ჟენევის მოლაპარაკებებზე პროგრესთან დაკავშირებით, თბილისის წარმომადგენლებმა შეხვედრა გადააქციეს პროპაგანდისტულ აქციად, - ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც 27-28 მარტს ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებს ეხება. უწყების შეფასებით, ქართული მხარის წარმომადგენლებმა თავისი გამოსვლები ააგეს გახუნებულ თეზისზე „რუსული ოკუპაციის“ შესახებ.

„ქართული მხარე კვლავაც შეეცადა რუსეთისთვის დაეკისრებინა პასუხისმგებლობა საკუთარ უუნარობაზე, დაარეგულიროს ურთიერთობა სოხუმთან და ცხინვალთან. რუსეთის მხრიდან ხაზი გაესვა ქართული მხრის კონტრპროდუქტიულ მცდელობებს, გამოიყენონ ჟენევის შეხვედრები საკუთარი იდეოლოგიური კლიშეებისთვის. ამის ნაცვლად, საქართველო ბოლოს და ბოლოს, სერიოზულად უნდა დაფიქრდეს მეზობლების ნდობის აღდგენაზე, დაიწყოს ჟენევაში პირდაპირი უერთიერთპატივისმცემელი დიალოგი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, უარი თქვას სხვა ქვეყნების წაქეზებაზე მათი მცხოვრებლების სავიზო ბლოკადასთან დაკავშირებით, გააუქმოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, შეწყვიტოს ამ რესპუბლიკების კულტურულ-ჰუმანიტარული ღონისძიებების ჩაშლა“, - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მასში ასევე ნათქვამია, რომ თბილისის წარმომადგენლები შეეცადნენ დისკუსიის ცენტრში მოექციათ ე.წ. „ტატუნაშვილის საქმე“, რომლებმაც საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებაში არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთი, არამედ რუსეთიც დაადანაშაულეს. უწყების ინფორმაციით, „თავდასხმები არგუმენტირებულად აირიდა სამხრეთოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა ჯიოევმა“.

„ადგილებზე არსებული სიტუაციების განხილვისას რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მხარეებმა გამოთქვეს შენიშვნები ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობის შესახებ საზღვრისპირა ზონებში. მათი პატრულის საქციელი ადგილობრივებზე და მისიის წარმომადგენელთა წინასწარი განწყობა ინციდენტებზე რეაგირებისა და თავიდან აცილების მექანიზმების ფარგლებში, შეხვედრებზე სულ უფრო მეტ კითხვას ბადებს. გახშირდა ევროკავშირის დამკვირვებელთა მხრიდან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრების დარღვევა. დამკვირვებლებს მოუწოდეს პატივი სცენ კავკასიური რესპუბლიკების საზღვრის ხაზებს.
ამასთან ერთად, ყველა მონაწილე, გარდა საქართველოს წარმომადგენლებისა, შეთანხმდა შეფასებაზე, რომ საზღვარზე არსებული ვითარება სტაბილური და კონტროლირებადი რჩება, შემთხვევათა რიცხვი არ აღემატება საშუალო მაჩვენებელს. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთან საზღვრების სტატისტიკა ადასტურებს სერიოზული პრობლემების არ არსებობას გადაკვეთასთან დაკავშირებით.
სამწუხაროდ, არ შედგა კონსტრუქციული საუბარი დისკუსიის მონაწილეთა საერთო განცხადებაზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ამჯერად მიუღებელი იყო ამერიკული ფორმულირება, რომელიც ითვალისწინებდა ძველი თეზისების დაბრუნებას 2008 წლის აგვისტოს მოვლენების ხასიათთან დაკავშირებით.
რუსეთის დელეგაციამ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების კონკრეტულ ფორმულირებაზე დაყრდნობით დაადასტურა, რომ საქართველოს რაიონებში, რომლებიც ესაზღვრება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, დროებით მყოფი რუსეთის ძალების ჩანაცვლება ევროკავშირის დამკვირვებლებით ჯერ კიდევ 2008 წლის ოქტომბერში დასრულდა.სხვა ვალდებულებები ამ სფეროში ჩვენ არ გვაქვს.
რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა სოლიდარულად გამოხატეს შეშფოთება საქართველოს ნატოსთან სამხედრო თანამშრომლობასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ არ არსებობს იმის გარანტიები, რომ საქართველოს გაძლიერებულად შეიარაღება დასავლური იარაღით კვალავაც არ გამოიყენებს სამხედრო მიდგომებს თავის მეზობლებთან. ეს საფრთხეს შეუქმნის რეგიონულ სტაბილურობას სამხრეთ კავკასიაში.
ჰუმანიტარულ ჯგუფში დისკუსია დაჩრდილა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ მანამდე მიღებულმა რეზოლუციამ „საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ“, რომელშიც თბილისის ინიციატივით ჩართულია აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე წვდომის შესახებ მოთხოვნა. ამგვარად, არსობრივად ეს ტექნიკური დოკუმენტი გადაიქცა, დევნილებთან დაკავშირებით გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიური რეზოლუციის მსგავსად, პროპაგანდისტულ ინსტრუმენტად, რომელიც არყევს ჟენევაში დიალოგის ატმოსფეროს.
ამის მიუხედავად, დისკუსიის მონაწილეებმა დაადასტურეს განწყობა ჰუმანიტარული ამოცანების გადასაწყვეტად მომავალშიც გაგრძელდეს გზების ძიება, მათ შორის ეკოლოგიური უსაფრთხოების, კულტურული მემკვიდრეობის, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების და განათლების საკითხებში“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 663
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია