დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით დონდუა - არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ვერც რუსეთის, ვერც ცხინვალის წარმომადგენლებისგან ვერაფერი შინაარსიანი ვერ მოვისმინეთ
ავტორი:
2018/მარტი/28 17:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/dondua.png { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/485535-davith-dondua-archil-tatunashvilis-saqmeze-verc-rusethis-verc-ckhinvalis-tsarmomadgenlebisgan-veraferi-shinaarsiani-ver-movismineth.html", "headline": "დავით დონდუა - არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ვერც რუსეთის, ვერც ცხინვალის წარმომადგენლებისგან ვერაფერი ...", "datePublished": "2018-03-28 13:41:37", "dateModified": "2018-03-28 13:41:37", "description": "არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით ცხინვალის და რუსეთის წარმომადგენლებს სათქმელი სამწუხაროდ, არაფერი ჰ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/dondua.png", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით ცხინვალის და რუსეთის წარმომადგენლებს სათქმელი სამწუხაროდ, არაფერი ჰქონდათ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ ჟენევაში განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრის საუბრის მთავარი თემა სწორედ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა იყო, თუმცა დონდუას თქმით, ამ საკითხზე შინაარსიანი “ვერაფერი მოისმინეს“.

“ჩვენ რა თქმა უნდა, როგორც დაგეგმილი გვქონდა, პირველ სამუშაო ჯგუფში მთავარი აქცენტი გავაკეთეთ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე, რაზეც სამწუხაროდ, როგორც მოსალოდნელი იყო, ვერაფერი შინაარსიანი ვერ მოვისმინეთ და ვერ გავიგეთ ვერც რუსეთის, ვერც ცხინვალის წარმომადგენლებისაგან. ცხინვალის წარმომადგენლებმა იგივე განცხადება წაიკითხეს, რასაც თავის დროზე აკეთებდნენ, სრულიად აბსურდული, ანუ ახალი ამის თაობაზე არაფერი თქმულა. ჩვენი და ამერიკელი თანათავმჯდომარეების მხრიდან ძირითადი დრო ამ საკითხის განხილვას დაეთმო, თუმცა როგორც გითხარით, ცხინვალის და რუსეთის წარმომადგენლებს არაფერი სათქმელი ამასთან დაკავშირებით სამწუხაროდ, არ ჰქონდათ“, - განაცხადა დონდუამ.

მინისტრის მოადგილის თქმით, მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმან უნდა აიღოს, ვინც არის ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი და ეს არის რუსეთის ფედერაცია.

“აქ სასამართლო პროცესი არ არის. ჩვენ ვამტკიცებთ იმას, რომ მოხდა მკვლელობა, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა, რომელიც უკანონოდ იყო დაკავებული. ახლა ჩვენთან მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც უნდა დასრულდეს და არავინ ხელი არ უნდა შეუშალოს მის დასრულებას. ფაქტი ერთია, რომ ადამიანი არის ნაწამები და ახლა უნდა მოხდეს ამის გამოძიება და ის ვინც არის დამნაშავე, უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე. რასაც გამოძიება არ სჭირდება, ეს არის ის, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმან, ვინც არის ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი, ეს არის რუსეთის ფედერაცია. ჩვენი განცხადების ადრესატები იყვნენ სწორედ რუსეთის წარმომადგენლები. გითხარით, რომ არც რუსეთს აუღია არანაირი ვალდებულება და არც ცხინვალის წარმომადგენლებისგან მოგვისმენია რაიმე ახალი, გარდა იმისა, რასაც ისინი ბოლო ერთი თვის განმავლობაში ცდილობდნენ, რომ რაღაც განმარტება გაეკეთებინათ“, - განაცხადა დონდუამ.

მეორე დღეა ჟენევაში მოლაპარაკებების 43-ე რაუნდი მიმდინარეობს.

თემა: არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა ცხინვალში გაერო-ს უშიშროების საბჭოს დებატებზე ქართული მხარე ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე ისაუბრებს
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 485
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია