დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გაერო-ს უშიშროების საბჭოს დებატებზე ქართული მხარე ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე ისაუბრებს
ავტორი:
2018/მარტი/28 16:00:02
../photo/2015_02/0-00APRILI-2016/gaero.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/485514-gaero-s-ushishroebis-sabtcos-debatebze-qarthuli-mkhare-okupirebul-regionebshi-arsebul-vitharebasa-da-archil-tatunashvilis-sicockhlis-khelyofis-faqtze-isaubrebs.html", "headline": "გაერო-ს უშიშროების საბჭოს დებატებზე ქართული მხარე ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და არჩილ ...", "datePublished": "2018-03-28 11:59:53", "dateModified": "2018-03-28 11:59:53", "description": "ნიუ-იორკში, გაერო-ს უშიშროების საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, ნიდერლანდების ინიციატივით, დ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00APRILI-2016/gaero.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ნიუ-იორკში, გაერო-ს უშიშროების საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, ნიდერლანდების ინიციატივით, დღეს გაიმართება ღია დებატები თემაზე: Collective Action to Improve UN Peacekeeping Operations’ - Supporting greater impact and performance in today’s complex and high-risk environments”.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დებატების მიზანი გაერო-ს სამშვიდობო ოპერაციების ეფექტიანობის ამაღლებისა და ამ კუთხით, პროცესის ყველა მონაწილის (მისიების მასპინძელი ქვეყნები, რეგიონული ორგანიზაციები, უშიშროების საბჭო, წევრი ქვეყნები, მათ შორის, ქვეყნები, რომელთა სამხედრო და საპოლიციო შენაერთები მონაწილეობენ გაერო-ს სამშვიდობო ოპერაციებში და გაერო-ს სამდივნო) ჩართულობის გაუმჯობესების შესაძლო გზების განხილვაა.

ღია დებატებში მონაწილეობას მიიღებს გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა. ქართული მხარე თავის გამოსვლაში ყურადღებას გაამახვილებს გლობალური უსაფრთხოების გაუმჯობესებისა და მშვიდობის შენარჩუნებისათვის გაეროს სამშვიდობო ოპერაციების მნიშვნელობასა და დღევანდელი გამოწვევების გამკლავების მიზნით სისტემაში განსახორციელებელ ცვლილებებზე. მათ შორის, ყურადღება გამახვილდება სამშვიდობო ოპერაციებისათვის ცხადად განსაზღვრული, რეალისტური და კონტექსტისათვის შესაბამისი მანდატების მნიშვნელობაზე.

ამ კუთხით საქართველო ისაუბრებს თავისი გამოცდილების შესახებ, როდესაც 2009 წელს საქართველოში გაეროს სადამკვირვებლო მისიას (UNOMIG) მანდატი შეწყდა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის - რუსეთის - ვეტოს გამო, რამაც გაეროს ისტორიაში ძალიან საშიში პრეცედენტი შექმნა. განცხადებაში ყურადღება ასევე გამახვილდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, მათ შორის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტზე.

აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, ქართული მხარე ისაუბრებს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობაზე.
თემა: არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა ცხინვალში გიორგი კვირიკაშვილი - რაც დრო გავა, მით უფრო მეტად გააცნობიერებს ყველა ადამიანი, თუ რამხელა გმირია არჩილ ტატუნაშვილი
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 534
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია