დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიგი უგულავა - ბორჯომის საკრებულოს მოვლენებზე “ქართული ოცნებაა“ პასუხისმგებელი
ავტორი:
2018/მარტი/28 15:30:01
../photo/2015_02/0-00-1DEC-2016/ugulava.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/485510-gigi-ugulava-borjomis-sakrebulos-movlenebze-qarthuli-ocnebaa-pasukhismgebeli.html", "headline": "გიგი უგულავა - ბორჯომის საკრებულოს მოვლენებზე “ქართული ოცნებაა“ პასუხისმგებელი", "datePublished": "2018-03-28 11:34:44", "dateModified": "2018-03-28 11:34:44", "description": "ბორჯომის საკრებულოს მოვლენებზე “ქართული ოცნებაა“ პასუხისმგებელი, ყველაზე მეტად კი ვითომ ლიბერალური ნ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1DEC-2016/ugulava.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ბორჯომის საკრებულოს მოვლენებზე “ქართული ოცნებაა“ პასუხისმგებელი, ყველაზე მეტად კი ვითომ ლიბერალური ნაწილი, რომელიც დასავლეთს ეკეკლუცება და დემოკრატიის გაძლიერებაზე საუბრობს, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომელიც ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს გამოეხმაურა.

უგულავა მომხდარში საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატს, გედევან ფოფხაძეს ადანაშაულებს.

“ბორჯომელების გადაწყვეტილება იყო, რომ საკრებულო ყოფილიყო ოპოზიციური, რომ “ქართული ოცნების“ მერს ეთანამშრომლა ოპოზიციურ საკრებულოსთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა ზაზა ჩაჩანიძე. ბორჯომელების წინააღმდეგ განხორციელებული ეს ქმედება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ არ იცვლება. როგორც 2013 წელს იჭერდა და ემუქრებოდა საკრებულოს წევრებს, ფანჯრიდან ყრიდა სავარძლებს არჩეული საკრებულოების და მერის კაბინეტებიდან, ზუსტად იგივეს აკეთებს ექვსი წლის თავზე და ამაში არ არის მხოლოდ გედევან ფოფხაძე დამნაშავე, რომელიც რეალურად ხელმძღვანელობდა ამ სპეცოპერაციას. ამაზე პასუხისმგებელია მთლიანად „ქართული ოცნება“ და მათ შორის ყველაზე მეტად, მისი ვითომ ლიბერალური ნაწილი, რომელიც დასავლეთს ეკეკლუცება და დემოკრატიის გაძლიერებაზე საუბრობს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს 19 ხმით 2-ის წინააღმდეგ ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე თანამდებობიდან დღეს გადააყენეს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 497
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია