დაისვენე კურორტ ახალდაბაში
„ევროპული საქართველო“ ოთხოზორია-ტატუნაშვილის საკითხზე პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის გაშუქებაზე განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
2018/მარტი/26 21:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAPR-2017/bokeria-giga.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/485208-evropuli-saqarthvelo-othkhozoria-tatunashvilis-sakithkhze-parlamentis-mier-mighebuli-rezoluciis-gashuqebaze-ganckhadebas-avrcelebs.html", "headline": "„ევროპული საქართველო“ ოთხოზორია-ტატუნაშვილის საკითხზე პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის გაშუქებაზ...", "datePublished": "2018-03-26 17:17:15", "dateModified": "2018-03-26 17:17:15", "description": "სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის გადაცემა P.S.-ში გასულ სიუჟეტს, სადაც საუბარი ოთხოზორია- ტატუნაშვ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAPR-2017/bokeria-giga.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის გადაცემა P.S.-ში გასულ სიუჟეტს, სადაც საუბარი ოთხოზორია- ტატუნაშვილის სიას შეეხებოდა, პარტია „ევროპული საქართველო“ განცხადებით ეხმაურება. პარტის სუჟეტის ავტორს გიგა ბოკერია ფაქტების დამახინჯებაში ადანაშაულებს. „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

„25 მარტს, გადაცემა PS-ში გავიდა სიუჟეტი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის, პარლამენტის მიერ მიღებული შესაბამისი რეზოლუციის და მის გარშემო გამართული კამათის შესახებ. მოგეხსენებათ, ამ დოკუმენტმა მწვავე დისკუსია გამოიწვია დოკუმენტის ავტორს - „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, რომელმაც რეზოლუციის მიღებას მხარი არ დაუჭირა.

ბუნებრივია, ჟურნალისტს აქვს სრული თავისუფლება, ჰქონდეს ისეთი პოზიცია, რომელიც არხის სარედაქციო პოლიტიკიდან გამომდინარე დისკუსიის ერთ-ერთი მხარის (ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“), პოზიციასთან ახლოსაა ან მთლიანად ემთხვევა მას, მაგრამ არსებობს პროფესიული სტანდარტი და ეთიკა, რაც ჟურნალისტს ავალდებულებს საკუთარი პოზიცია ფაქტებისგან გამიჯნოს, ხოლო ფაქტები და მხარეთა არგუმენტები სრულფასოვნად წარმოაჩინოს. სამწუხაროდ, ამ სიუჟეტის ავტორი ასე არ მოქცეულა.

„ნაციონალური მოძრაობა“ რეზოლუციის ავტორებს საყვედურობდა იმას, თითქოს ოთხოზორია ტატუნაშვილის სიაში მხოლოდ დანაშაულის უშუალო შემსრულებლები მოხვდებიან (გრიგოლ ვაშაძის კომენტარი). ეს არის ფაქტობრივი შეცდომა, რეზოლუციის ტექსტში მკაფიოდ წერია შემდეგი: „პარლამენტს წარუდგინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებასა და წამებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სია“.

ნათელია, რომ საქმე ეხება როგორც შემსრულებლებს, ისე მათ მფარველებს.
სამწუხაროდ, ჟურნალისტმა მაყურებელს არ მისცა შესაძლებლობა რეზოლუციის ამ ნაწილს, ანუ საკამათო საკითხს თავად გაცნობოდა. თუმცა, გააცნო საკუთარი შეფასება, რომ ტექსტი ბუნდოვანია. მან არც „ევროპული საქართველოს“ რესპონდენტთა განმარტება გააშუქა დისკუსიისთვის ამ საკვანძო საკითხზე.

სიუჟეტი მიუთითებდა იმაზეც, თითქოს რეზოლუციაში რუსეთის საფრთხეა ნიველირებული: მართალია, რეზოლუცია გასაგებად გვეუბნება, რომ „არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე სრული კონტროლის განმახორციელებელ ძალას“, მაგრამ სიუჟეტის ავტორს არც ეს ჩანაწერი არ გაუშუქებია.

სამწუხაროა, რომ მაყურებელს ჟურნალისტისგან ამ, ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტზე, მცდარი და არასრულფასოვანი ინფორმაცია მიეწოდა.
როგორც ამ სიუჟეტის რესპონდენტი, მოვუწოდებ „რუსთავი 2“-ს, გამოასწოროს ეს შეცდომა და მომავალ კვირას, იმავე გადაცემის ეთერში მოგვცეს საშუალება, მივაწოდოთ მაყურებელს რეზოლუციის შინაარსის შესახებ ზუსტი ინფორმაცია - როგორც ამას პროფესიული ეთიკა ითხოვს.
ამასთან, მივმართავ „რუსთავი 2“-ის შიდა რეგულირების საბჭოსა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, რომელთანაც „რუსთავი 2“ თანამშრომლობს, იმსჯელოს, თუ რამდენად შეესაბამებოდა ავტორის საქციელი პროფესიული ეთიკის ნორმებს“, - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 526
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია