დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თამარ ხულორდავა დაინტერესდა, რატომ არ ვრცელდება სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონპროექტი შს მინისტრსა და სუს-ის ხელმძღვანელზე
ავტორი:
2018/მარტი/26 14:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/xulordava_c3b5e.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/485116-thamar-khulordava-dainteresda-ratom-ar-vrceldeba-sakhelmtsifo-inspeqtoris-shesakheb-kanonproeqti-shs-ministrsa-da-sus-is-khelmdzghvanelze.html", "headline": "თამარ ხულორდავა დაინტერესდა, რატომ არ ვრცელდება სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონპროექტი შს მინის...", "datePublished": "2018-03-26 10:43:21", "dateModified": "2018-03-26 10:43:21", "description": "საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ხულორდავა ინტერესდება თუ რატომ არ ვრცელდება სახელმწიფო ინსპექტ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/xulordava_c3b5e.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ხულორდავა ინტერესდება თუ რატომ არ ვრცელდება სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონპროექტი შს მინისტრსა და სუს-ის ხელმძღვანელზე. როგორც ხულორდავამ დღევანდელ საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, ნდობის თვალსაზრისით უმჯობესია ასეთი ტიპის გამონაკლისები არ დაუშვას კანონმა. დღეს ხულორდავამ სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დასვა.

”მივესალმებით, რომ გადაიდგა ნაბიჯი და და მთავრობამ მოახდინა ინიცირება ახალი ინსტიტუტის შექმნის. ეს არის ჩვენი ევროკავშირთან აღებული ვალდებულება. გარდა ამისა, ეს აუცილებელია, რომ სამართალდამცველი ორგანოების მიმართ გაიზარდოს საზოგადოების ნდობა და უზრუნველყოფა მოხდეს უმაღლესი სტანდარტის, როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებების დარღვევებს. ჩვენ ვნახეთ, რომ კანონპროექტით განსაზღვრულია იმ სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები, რომლებიც ექცევიან ამ კანონპროექტის მოქმედების სფეროში. სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლების ჩამონათვალიდან გამონაკლისები გვაქვს გათვალისწინებული შს მინისტრთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან დაკავშირებით. რამ განაპირობა მათი გამორიცხვა? ეს ადამიანები არიან უშუალოდ ხელმძღვანელები, რომლებიც ხელმძღვანელობენ საგამოძიებო საქმიანობის წარმოებას მათი უწყების ფარგლებში და შესაძლებელია მარტივად წარმოვიდგინოთ, რომ პირადად მონაწილეობდნენ გარკვეული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ხომ არ იქნება უმჯობესი, ნდობის თვალსაზრისით, ასეთი ტიპის გამონაკლისები არ დაუშვას კანონმა და ის გავრცელდეს მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობის პირებზეც? ასევე, ვინაიდან ეს იქნება საგამოძიებო ორგანო, ინტერესთა კონფლიქტის გამოსარიცხად, უმჯობესი ხომ არ იქნებოდა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე დაინიშნოს ის პირი, რომელიც ბოლო 2-3 წლის განმავლობაში არ იქნება ნამუშევარი სამართალდამცველი ორგანოების სისტემაში?” - აღნიშნა დეპუტატმა.

პარლამენტში, საკომიტეტო ფორმატში, დღეს, მთავრობის საკანონმდებლო პაკეტს განიხილავენ, რომელიც ახალი სახელმწიფო ორგანოს - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნას ითვალისწინებს.

30 კანონპროექტისგან შემდარ პაკეტზე ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების სხდომაზე იმსჯელებენ. პროექტის მიხედვით, უქმდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობა, რომლის უფლებამონაცვლე სახელმწიფო ინსპექტორი იქნება.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილებაში ამჟამად მოქმედი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილებები შევა - კერძოდ, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი, აგრეთვე, ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი.

გარდა ამისა, სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილებაში ექცევა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარეობა გავრცელდება: - “საქართველოს სისხლის სამართლის“ კოდექსის 144/1 - 144/3 მუხლებით (წამება, წამების მუქარა, დამამცირებელი მოპყრობა), 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ“ და “გ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის, აგრეთვე სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ, ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით, აგრეთვე, დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით), 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ“ და “გ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის, აგრეთვე სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ, ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით, აგრეთვე, დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით), 335-ე მუხლით (მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ მუქარით, მოტყუებით, შანტაჟით ან სხვა უკანონო ქმედებით პირის იძულება განმარტების ან ჩვენების მიცემისათვის ანდა ექსპერტისა – დასკვნის მიცემისათვის) და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილით (პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის იძულება ჩვენების შეცვლის ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიზნით, აგრეთვე მსჯავრდებულის იძულება მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის მიზნით) გათვალისწინებულ დანაშაულზე, თუ იგი ჩადენილია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, აგრეთვე მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ.

საკანონმდებლო პაკეტი იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 554
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია