დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით მათიკაშვილი - ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის გადადგმულ ნაბიჯებში საერთაშორისო პარტნიორებისგან სრული მხარდაჭერა გვაქვს
ავტორი:
2018/მარტი/25 19:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/matikashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/485007-davith-mathikashvili-qveynis-teritoriuli-mthlianobis-dacvisthvis-gadadgmul-nabijebshi-saerthashoriso-partniorebisgan-sruli-mkhardatcera-gvaqvs.html", "headline": "დავით მათიკაშვილი - ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის გადადგმულ ნაბიჯებში საერთაშორისო პარტნ...", "datePublished": "2018-03-25 15:10:48", "dateModified": "2018-03-25 15:10:48", "description": "პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დავით მათიკაშვილის განცხადები...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/matikashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დავით მათიკაშვილის განცხადებით, შეხვედრებზე, რომელსაც ქართული დელეგაცია ჟენევაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 138-ე ასამბლეის ფარგლებში მართავს, საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის გადადგმულ ნაბიჯებში, სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.
აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
“მნიშვნელოვან შეხვედრებს ვმართავთ ფორუმის ფარგლებში. ჩვენ შევხვდით ბოლივიის, ინდონეზიის, ჩინეთის, გერმანიის დელეგაციებს. ძირითადი თემა იყო ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და ხაზგასმა, ასევე, ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება. საერთაშორისო პარტნიორები აღგვითქვამენ სრულ მხარდაჭერას ჩვენს ამ ძალიან მნიშვნელოვან გადადგმულ ნაბიჯებში, რასაც ჰქვია ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობის დაცვა“,- აღნიშნა დავით მათიკაშვილმა შეხვედრების კომენტირებისას.
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, 24-28 მარტს, ჟენევაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 138-ე ასამბლეაში მონაწილეობს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 528
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია