დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სალომე სამადაშვილი - ჟენევის დისკუსიის მომდევნო რაუნდში საქართველოს ხელისუფლება ბევრად ფრთხილ პოზიციას დაიკავებს, ვიდრე შეეძლოთ დაეკავებინათ დღევანდელი შეხვედრის გარეშე
ავტორი:
2018/მარტი/24 16:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/samadashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/484904-salome-samadashvili-zhenevis-diskusiis-momdevno-raundshi-saqarthvelos-khelisufleba-bevrad-frthkhil-pozicias-daikavebs-vidre-sheedzloth-daekavebinath-dghevandeli-shekhvedris-gareshe.html", "headline": "სალომე სამადაშვილი - ჟენევის დისკუსიის მომდევნო რაუნდში საქართველოს ხელისუფლება ბევრად ფრთხილ პოზიცი...", "datePublished": "2018-03-24 11:34:52", "dateModified": "2018-03-24 11:34:52", "description": "ვაპირებთ, მომავალში ძალიან აქტიურად გავაკონტროლოთ ყველა ნაბიჯი, რომელიც გადაიდგმება ჟენევის მოლაპარ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/samadashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ვაპირებთ, მომავალში ძალიან აქტიურად გავაკონტროლოთ ყველა ნაბიჯი, რომელიც გადაიდგმება ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან დავით დონდუასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან ასევე ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე ძალის არგამოყენების შესახებ მონაწილეთა განცხადებაზე და აღნიშნა, რომ საჭიროა მსგავსი ტექსტის საპარლამენტო ფორმატში განხილვა.

„ჩვენი სერიოზული შეშფოთების საგანი იყო, რომ ის პროცესი, რაც დღეს ჟენევაში მიმდინარეობს, კონკრეტულად, ახალი შესაძლო დოკუმენტის შემუშავება იმისთვის იქნება გამოყენებული, რომ რუსეთმა მიაღწიოს საკუთარი მიზნების განხორციელებას ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში. ამიტომ, ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ საგარეო უწყების წარმომადგენლებს ნათლად განვუმარტეთ, რომ ყოველგვარი პროგრესი მსგავს მოლაპარაკებებში მოითხოვს ტექსტის განხილვას, მათ შორის, საპარლამენტო ფორმატში. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ჟენევის დისკუსიის მომდევნო რაუნდში ჩვენ ვნახავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ბევრად უფრო ფრთხილ პოზიციას დაიკავებს, ვიდრე მათ შეეძლოთ დაეკავებინათ დღევანდელი შეხვედრის გარეშე. რაც შეეხება თვითონ ამ დოკუმენტის შემუშავებას, ჩემი შეფასებით, ესაა მხოლოდ მცდელობა იმისთვის, რომ ჩვენ დამატებით დრო დავკარგოთ ილუზიის შექმნაში, რომ შეიძლება რაღაც პროგრესს მივაღწიოთ რუსეთთან მოლაპარაკებებში, ამით დავაზიანოთ ჩვენი ფუნდამენტური ინტერესები, რაც არის რუსეთზე რაც შეიძლება სწრაფად საერთაშორისო წნეხის გაზრდა. ეს იყო ის პოზიცია, რომელიც მე გავაცანი საგარეო უწყების წარმომადგენლებს. ვაპირებთ ძალიან აქტიურად გავაკონტროლოთ მომავალში ყველა ნაბიჯი, რომელიც გადაიდგმება ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში, რადგან როგორც ჩანს, ჩვენ საქმე გვაქვს მცდელობასთან რომ ეს ფორმატი გამოყენებული იყოს რუსეთის ინტერესებისთვის“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 520
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია