დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით დონდუა - ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ბევრი მითქმა-მოთქმა, არასწორი ინტერპრეტაციები ვრცელდებოდა და პარლამენტარებს ავუხსენით, რა მანდატი და რა ამოცანები გვაქვს
ავტორი:
2018/მარტი/24 15:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/donduadavit.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/484901-davith-dondua-zhenevis-molaparakebebthan-dakavshirebith-bevri-mithqma-mothqma-arastsori-interpretaciebi-vrceldeboda-da-parlamentarebs-avukhsenith-ra-mandati-da-ra-amocanebi-gvaqvs.html", "headline": "დავით დონდუა - ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ბევრი მითქმა-მოთქმა, არასწორი ინტერპრეტაციები ვ...", "datePublished": "2018-03-24 11:33:10", "dateModified": "2018-03-24 11:33:10", "description": "საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით პარლამენტის ს...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/donduadavit.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდა.
როგორც დავით დონდუამ განაცხადა, შეხვედრის მთავარ საკითხს წარმოადგენდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე ძალის არგამოყენების შესახებ მონაწილეთა განცხადებაზე მუშაობა.

„ვთვლი, რომ კარგი შეხვედრები იყო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან, როგორც ოპოზიციური პარტიებიდან, ასევე მმართველი პარტიიდან. დეტალურად ვისაუბრეთ ჟენევის მოლაპარაკებებზე. ძირითადი დრო და ყურადღება დაეთმო ჟენევის მოლაპარაკების მონაწილეების ერთობლივი განცხადების პროექტზე მუშაობას, რომელიც ეხება ძალის არგამოყენებას. ბოლო 2 კვირის განმავლობაში ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა, არასწორი ინტერპრეტაციები ვრცელდებოდა ქართულ და რუსულ პრესაში და ჩვენ პარლამენტარებს ავუხსენით თუ რა მანდატი გვაქვს, რა ამოცანები გვაქვს, რას ვაკეთებთ და რის მიღწევას ვლამობთ. პარლამენტარებს ვუთხარით, რომ მუშაობა ჯერ არ არის დასრულებული, რაიმე პროგნოზების გაკეთება ნაადრევია. ამ განცხადებაზე მუშაობა მიმდინარეობს 6 წელია, ახლა არ დაწყებულა, 2012 წლის დასაწყისში დაიწყო. ყოველთვის რთულად მიმდინარეობდა მუშაობა, ადვილი არ ყოფილა. ბოლო პერიოდში იყო გარკვეული წინსვლა პოზიციების შეჯერების მხრივ, მაგრამ ჯერ კიდევ არის დარჩენილი საკითხები, რომლებიც დამუშავებასა და შეჯერებას საჭიროებს. ამიტომ, როდის იქნება ეს განცხადება გაკეთებული, ამ რაუნდებზე თუ შემდეგ რაუნდებზე, ამის თქმა ძნელია“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, ერთობლივი განცხადების მთავარი მიზანია, ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულება.
„მთავარი მიზანი ამ განცხადებისა არის ის, რომ ხელი შეუწყოს საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას და ამის შესრულებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას, რაც გათვალისწინებულია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მეექვსე პარაგრაფით. ამას არაფერი აქვს საერთო აფხაზეთის და ოსეთის რეგიონების პოლიტიკურ ან რაიმე სტატუსთან. ასევე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ამ განცხადების მიღების თუ არ მიღების შემთხვევაში, დღის წესრიგში რჩება საკითხი იმისა, რომ რუსეთმა უნდა აიღოს ვალდებულება, რომ არ გამოიყენებს ძალას საქართველოს წინააღმდეგ, როგორც ეს საქართველომ ცალმხრივად გააკეთა არაერთხელ“, - განაცხადა დონდუამ.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 540
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია