დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოზარ სუბარი - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც აღდგება და ყველა დამნაშავეც დაისჯება
ავტორი:
2018/მარტი/23 20:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/subarisozarr.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/484789-sozar-subari-saqarthvelos-teritoriuli-mthlianobac-aghdgeba-da-yvela-damnashavec-daisjeba.html", "headline": "სოზარ სუბარი - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც აღდგება და ყველა დამნაშავეც დაისჯება ", "datePublished": "2018-03-23 16:21:56", "dateModified": "2018-03-23 16:21:56", "description": "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც აღდგება და ყველა დამნაშავეც დაისჯება. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებულ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/subarisozarr.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც აღდგება და ყველა დამნაშავეც დაისჯება. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, უბრალოდ, ამისთვის საჭიროა ბევრი ვიშრომოთ, - ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს სოფელ წილკანში განუცხადა, სადაც არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
სუბარის თქმით, ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება, რაზეც საქართველოს დასავლელი პარტნიორებისგან მხარდაჭერა აქვს.

"კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს, თუმცა ვიტყვი, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის ტკივილი. ეს არის მთელი საქართველოს ტკივილი, ისევე, როგორც ოკუპაციის ნებისმიერი მსხვერპლი. აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ოკუპაცია დამთავრდება, როდესაც ოკუპანტი გახდება იძულებული, რომ კავკასიის ქედს იქით გადავიდეს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც აღდგება და ყველა დამნაშავეც დაისჯება. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, უბრალოდ ამისთვის საჭიროა ბევრი ვიშრომოთ, რათა გვქონდეს ძალიან მტკიცე პოზიცია, ძლიერი საქართველო ავაშენოთ. ჩვენი მთავარი მომხრე, ამ შემთხვევაში, არის ჩვენი დემოკრატიული მხარდაჭრა და ჩვენი მოკავშირეები დასავლეთში", - განაცხადა სუბარმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 711
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია