დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი კვირიკაშვილი - კონსტიტუციის ახალ რედაქციაში არ ჩაწერილა არც ერთი ისეთი პუნქტი, რომელიც მმართველი ძალის პარტიულ ინტერესებს და მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება
ავტორი:
2018/მარტი/23 19:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/kvirikashvili4.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/484780-giorgi-kvirikashvili-konstituciis-akhal-redaqciashi-ar-chatserila-arc-erthi-isethi-punqti-romelic-mmarthveli-dzalis-partiul-interesebs-da-misi-mdgomareobis-gaumjobesebas-emsakhureba.html", "headline": "გიორგი კვირიკაშვილი - კონსტიტუციის ახალ რედაქციაში არ ჩაწერილა არც ერთი ისეთი პუნქტი, რომელიც მმართვ...", "datePublished": "2018-03-23 15:37:04", "dateModified": "2018-03-23 15:37:04", "description": "სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ კონსტიტუციის ახალ რედაქციაში არ ჩაწერილა არც ერთი ისეთი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/kvirikashvili4.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ კონსტიტუციის ახალ რედაქციაში არ ჩაწერილა არც ერთი ისეთი პუნქტი, რომელიც მმართველი პოლიტიკური ძალის პარტიულ ინტერესებსა და მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს.

პრემიერის შეფასებით, მმართველი გუნდი და აღმასრულებელი ხელისუფლება ძალაუფლების მაქსიმალური თვითშეზღუდვის გზით წავიდა.
„ჩვენ მიზნად დავისახეთ ქვეყანას ჰქონოდა დაბალანსებული კონსტიტუცია და გადავსულიყავით სრულფასოვანი საპარლამენტო მმართველობის მოდელზე. მოგეხსენებათ, ახალ რედაქციაზე მუშაობისას მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო საყოველთაო-სახალხო განხილვა. საკონსტიტუციო კომისიაში მოწვეული გვყავდა ექსპერტები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. კომისიამ გაითვალისწინა ოპოზიციისა და ექსპერტების რეკომენდაციების 80%-მდე, რაც ასევე უპრეცედენტოა ქვეყნის ისტორიაში.

საკონსტიტუციო ცვლილებებით ჩვენ უარი ვუთხარით წლების განმავლობაში დამკვიდრებულ მავნე პრაქტიკას - კონსტიტუცია ვიწროპარტიულ ინტერესებსა და კონკრეტულ პერსონებზე მოგვერგო. დღეიდან ქვეყანას აქვს კონსტიტუცია, რომლითაც დაბალანსებული და გადანაწილებულია პასუხისმგებლობა ხელისუფლების შტოებს შორის, პარლამენტს აქვს ბუნებრივი როლი და წონა; გამარტივებულია პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურები, მთავრობა ხდება უფრო ეფექტიანი და ანგარიშვალდებული, პრეზიდენტს აქვს ნეიტრალური არბიტრის ფუნქციები; გარდამავალ დებულებებში ასახულია ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური არჩევანი; იზრდება ადამიანის, საზოგადოების დაცულობის ხარისხი, იზრდება საპარლამენტო ოპოზიციის უფლებები, შესაძლებელი ხდება საპარლამენტო ოპოზიციის მიერ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა; იზრდება სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა; იზრდება შრომითი უფლებების დაცულობის ხარისხი; მყარდება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გარანტიები. ამას გარდა, გათვალისწინებულია ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით და ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის მოთხოვნა მიწის გასხვისების შეზღუდვებთან დაკავშირებით. ყველა ეს ნაბიჯი პირველ რიგში, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის და ამავე დროს, პოლიტიკური კონსენსუსისთვის გადაიდგა“, - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

პარლამენტმა ახალი რედაქციის კონსტიტუციაში ცვლილებები 115 ხმით, მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებები გასული წლის სექტემბერში მიღებული კონსტიტუციის პროექტში აისახება, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის ოქტომბერში - ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ შედის.

ახალმიღებული კონსტიტუციის კორექტირება რამდენიმე შინაარსობრივი ცვლილების განსახორციელებლად, მათ შორის ე.წ. ბონუსის სისტემის გაუქმებისა და 2020 წლის არჩევნებში, ერთჯერადად, საარჩევნო ბლოკების დაშვების მიზნით გადაწყდა.

ამასთან, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება იმგვარად მოხდა, რომ პარლამენტს განსახილველად ახალი რედაქციის კონსტიტუცია მთლიანად - პრეამბულიდან დაწყებული გარდამავალი დებულებების ჩათვლით წარედგინა და ახალი კონსტიტუციის 78-ვე მუხლის ხელახალი განხილვა, გადახედვა მოხდა. ამ პროცესში კი, მთელ რიგ მუხლებში განხორციელდა როგორც შინაარსობრივი, ასევე რედაქციული, ტერმინოლოგიური და ტექნიკური სახის ცვლილებები. მათ შორის ცვლილებები შევიდა კონსტიტუციის მე-18 მუხლში, რომელიც საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას ეხება.

კონსტიტუციური კანონის პროექტი შემდეგ ძირითად ცვლილებებს ითვალისწინებს: კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან ე.წ. ბონუსის სისტემის ამოღება ხდება. ახალი ვერსიის თანახმად, გაუნაწილებელ საპარლამენტო მანდატებს თანმიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები მიიღებენ.

მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, პოლიტიკური პარტიების გარდა, საარჩევნო ბლოკებსაც ექნებათ.

გარდა ამისა, ფართოვდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები საარჩევნო ნორმებისა და არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით. კერძოდ, სამი თვით იზრდება შესაბამისი სარჩელის განხილვის ვადები. ასევე, უქმდება ჩანაწერი, რომლის თანახმად, არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო სიითი შემადგენლობის სრული თანხმობით წყვეტს.

ახალმიღებულ კონსტიტუციაში ტერმინი ”ხმოსანი” აღარ იარსებებს. ”ხმოსანი“ ტერმინით - ”საარჩევნო კოლეგიის წევრი“ იცვლება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 554
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია