დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალექსანდრე ლუკაშენკო ილია მეორეს - თქვენ მთავარი ძალა ხართ, რომელიც ქართველებს აერთიანებს - მზად ვარ, თუნდაც ფეხით მოვიდე თქვენთან შესახვედრად
ავტორი:
2018/მარტი/23 15:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/lukashenkopatriarqi.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/484702-aleqsandre-lukashenko-ilia-meores-thqven-mthavari-dzala-kharth-romelic-qarthvelebs-aerthianebs-mzad-var-thundac-fekhith-movide-thqventhan-shesakhvedrad.html", "headline": "ალექსანდრე ლუკაშენკო ილია მეორეს - თქვენ მთავარი ძალა ხართ, რომელიც ქართველებს აერთიანებს - მზად ვარ...", "datePublished": "2018-03-23 11:08:40", "dateModified": "2018-03-23 11:08:40", "description": "თქვენ, ალბათ, ყველაზე მთავარი ძალა ხართ, რომელიც ქართველ ხალხს აერთიანებს, - ასე მიმართა ბელარუსის პ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/lukashenkopatriarqi.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თქვენ, ალბათ, ყველაზე მთავარი ძალა ხართ, რომელიც ქართველ ხალხს აერთიანებს, - ასე მიმართა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს.

„მე მთელი ცხოვრება მემახსოვრება თქვენი სიტყვები, როდესაც მე პირველად შემოვედი ამ წმინდა სახლში და როდესაც თქვენ მითხარით: „რამდენი ხანი გელოდით აქ“. მე ეს მახსოვს და ძალიან ვაფასებ იმას, რომ თქვენ ყოველთვის პოულობთ დროს, რომ შემხვდეთ, მე კი გპირდებით, რომ მე ყოველთვის ჩამოვალ თქვენს შესანიშნავ ქალაქში, შესანიშნავ ქვეყანაში და თუ ღმერთის და თქვენი ნება იქნება, აუცილებლად შეგხვდებით. ჩემთვის ეს დიდი სიხარული და დაფასებაა. თქვენ ძალიან პატივსაცემი პიროვნება ხართ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში და არა მხოლოდ მართლმადიდებლურში. როდესაც თქვენთან შეხვედრა შემომთავაზეს, მე ვთქვით, თუ თქვენი უწმინდესობა მთავაზობს შეხვედრას და ეს მისთვის დატვირთვა არ არის, მზად ვარ, თუნდაც ფეხით მოვიდე თქვენთან“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, მოხარულია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, როგორც სახელმწიფოს მეთაურები ეუბნებიან, ძალიან აქტიურ და საზოგადოებაში პატივსაცემ ცხოვრებას ეწევა.

„ეს ქართველი ხალხის ერთობის ძალიან ძლიერი ვექტორია. თქვენ, ალბათ, მთავარი ძალა ხართ, რომელიც აერთიანებს ქართველ ხალხს. არ ვსაუბრობ ახლო წარსულზე, როდესაც საქართველოს ეკლესიამ მთავარი როლი ითამაშა სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაში“, - დასძინა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

ილია მეორესთან შეხვედრაზე ლუკაშენკომ ქართველ და ბელარუსელ ხალხებს შორის არსებულ ურთიერთობებზეც ისაუბრა, რომელიც, ლუკაშენკოს შეფასებით, ყოველთვის თბილი იყო.

„თქვენ ჩვენთვის უცხო ხალხი არ ხართ, ჩვენი ჭეშმარიტი ძმები ხართ და ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, თუ არა ავაშენოთ ყველაზე თბილი, მეგობრული ურთიერთობები მომავალში უკვე არა ერთ სახელმწიფოში, არამედ სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოებს შორის. ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში - გავაორმაგეთ ტვირთბრუნვა და ვფიქრობ, მომავალ წელს 200 მილიონ დოლარს მივაღწევთ. დავიწყეთ პრაქტიკულად, ნულიდან და შევქმენით ბაზა ჩვენი ურთიერთობებისთვის. თუ თქვენ დაინახავთ ჩვენში რაიმე სასარგებლოს საქართველოსთვის და ჩვენ შეგვიძლია ეს გადმოგცეთ თქვენ, დარწმუნებული იყავით, რომ ამას გავაკეთებთ ისე სწრაფად, რამდენად სწრაფადაც თქვენ მოისურვებთ“, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 517
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია