დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიგა ოთხოზორიას დედა - თუ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში მხოლოდ კანჯიოღლის სახელი და გვარი შევა და მეტი არავინ, მაშინ ეს არაფრის მომცემი სია ყოფილა
ავტორი:
2018/მარტი/22 21:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/otxozoriamshoblebi-3.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/484564-giga-othkhozorias-deda-thu-othkhozoria-tatunashvilis-siashi-mkholod-kanjioghlis-sakheli-da-gvari-sheva-da-meti-aravin-mashin-es-arafris-momcemi-sia-yofila.html", "headline": "გიგა ოთხოზორიას დედა - თუ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში მხოლოდ კანჯიოღლის სახელი და გვარი შევა და მეტ...", "datePublished": "2018-03-22 16:52:58", "dateModified": "2018-03-22 16:52:58", "description": "თუ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში მხოლოდ კანჯიოღლის სახელი და გვარი შევა და მეტი არავინ, მაშინ ეს არაფ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/otxozoriamshoblebi-3.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თუ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში მხოლოდ კანჯიოღლის სახელი და გვარი შევა და მეტი არავინ, მაშინ ეს არაფრის მომცემი სია ყოფილა, - ამის შესახებ ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საზღვართან მოკლული გიგა ოთხოზორიას დედამ, ჯულიეტა ჭანტურიამ რადიო “პალიტრის“ გადაცემა “რეზიუმეს“ ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა შევიდეს თუ არა სიაში მაღალი პოლიტიკური სტატუსის პირები, ვინც ხელი შეუწყო, რომ დამნაშავეები არ დასჯილიყვნენ, ოთხოზორიას დედა აცხადებს, რომ დიახ, ისინი აუცილებლად უნდა შევიდნენ სიაში.

“თუ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში მხოლოდ კანჯიოღლი შევა და მეტი არავინ, მაშინ ეს არაფრის მომცემი სია ყოფილა. თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან კარგად ჩანს კადრში, რომ კანჯიოღლი მარტო არ არის, მას თან ახლავს სამი პირი, რომლებიც ისეთივე დამნაშავეები არიან ჩემი შვილის სიკვდილში, როგორც უშუალოდ შემსრულებელი, მკვლელი. კადრში ძალიან კარგად ჩანს, როგორ შედგა ერთ-ერთი მათგანი ტყვიით დაცხრილულ ჩემს შვილს. თუ მარტო მსჯავრდებული შევა სიაში, მაშინ ეს სია არაფერი ყოფილა. მე მეგონა სიაში შევიდოდნენ იმ დღეს პასუხისმგებელი მორიგე პირები. თუ ეს სია გავა საერთაშორისო დონეზე და ისინი იქნებიან დაინტერესებული, რომ ვიღაცა მართლა დაისაჯოს, ძალიან ადვილი დასადგენია, ვინ იყო იმ დღეს პასუხისმგებელი, რატომ იდგა საზღვარზე გალეშილი მესაზღვრე, რატომ ჰქონდა მას უფლება ჩვენს მიწაზე გადმოსულიყო ყოველგვარი შიშის გარეშე. მე მეგონა ეს პირები შევიდოდნენ, თორემ მესაზღვრე კანჯიოღლის გინდა სანქციები დაუწესეთ და რაც გინდათ. მაგას სახლ-კარი არ აქვს, ერთი გარეწარი ვინმეა. მინისტრს ჰგონია რამეს მოიტანს მისი დასჯა?! იმედიანად ვიყავი, როცა დავინახე, რომ ოპოზიცია და პოზიცია შეთანხმდნენ. თუ მხოლოდ კანჯიოღლი უნდა დაისაჯოს, ჩანასახშივე მკვდარი ყოფილა ეს სია“, - განაცხადა ჯულიეტა ჭანტურიამ.

პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობამ უნდა შეადგინოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, რომელშიც საქართველოს მოქალაქეების წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდებული/ბრალდებული პირები იქნებიან შესული.
თემა: არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 598
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია