დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ ჯანელიძემ ევროპის საბჭოს დელეგაციასთან 2019-2020 წლებში ორგანიზაციაში საქართველოს თავმჯდომარეობის საკითხი განიხილა
ავტორი:
2018/მარტი/22 20:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/sagareo.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/484556-mikheil-janelidzem-evropis-sabtcos-delegaciasthan-2019-2020-tslebshi-organizaciashi-saqarthvelos-thavmjdomareobis-sakithkhi-ganikhila.html", "headline": "მიხეილ ჯანელიძემ ევროპის საბჭოს დელეგაციასთან 2019-2020 წლებში ორგანიზაციაში საქართველოს თავმჯდომარე...", "datePublished": "2018-03-22 16:14:22", "dateModified": "2018-03-22 16:14:22", "description": "საქართველოს ევროპის საბჭოს დემოკრატიაზე მომხსენებელი ჯგუფის დელეგაცია სტუმრობს. როგორც “ინტერპრესნიუ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/sagareo.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს ევროპის საბჭოს დემოკრატიაზე მომხსენებელი ჯგუფის დელეგაცია სტუმრობს. როგორც “ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ევროპის საბჭოსთან ბელგიის, გერმანიის, ლატვიის, ლიტვის, პოლონეთის, ნორვეგიის, უნგრეთისა და შვედეთის მუდმივი წარმომადგენლები, ასევე ევროპის საბჭოს პროგრამების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელი და სამდივნოს თანამშრომელი.

დელეგაციასთან სამუშაო სადილი გამართა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამართლის უზენაესობის სფეროებში ევროპის საბჭოსთან არსებულ თანამშრომლობას, მათ შორის, საქართველოსთვის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროექტების ფარგლებში მიღწეულ შედეგებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. მიხეილ ჯანელიძემ, სხვა საკითხებთან ერთად, ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ და ხაზი გაუსვა ამ ტერიტორიებზე ევროპის საბჭოს მონიტორინგის მექანიზმების შესვლის აუცილებლობას.

ქართულმა მხარემ ასევე ისაუბრა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს მომავალ თავმჯდომარეობაზე 2019-2020 წლებში.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ევროპის საბჭოს დელეგაციის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ევროპის საბჭოს დელეგაცია ასევე გეგმავს ეწვიოს საოკუპაციო ხაზს სოფელ ხურვალეთში და ადგილზე გაეცნოს არსებულ ვითარებას.

ევროპის საბჭოს დელეგაციის ვიზიტის მიზანია საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობის შეფასება და შესაძლო სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 562
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია