დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მარგველაშვილმა და ლუკაშენკომ "ბელარუსის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულება" გააფორმეს
ავტორი:
2018/მარტი/22 17:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/margvelaaaaaa.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/484521-margvelashvilma-da-lukashenkom-qbelarusis-respublikasa-da-saqarthvelos-shoris-thanamshromlobis-shesakheb-charcho-khelshekrulebaq-gaaformes.html", "headline": "მარგველაშვილმა და ლუკაშენკომ "ბელარუსის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შესახე...", "datePublished": "2018-03-22 13:41:55", "dateModified": "2018-03-22 13:41:55", "description": "საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მო...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/margvelaaaaaa.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მოაწერეს "ბელარუსის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას".

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩარჩო ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ "ბელარუსი და საქართველო ადასტურებენ საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების ერთგულებას - სუვერენული თანასწორობის პატივისცემას, ტერიტორიული მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და შიდა საქმეებში ჩაურევლობას".

ასევე, ბელარუსის რესპუბლიკა და საქართველო ითვალისწინებენ საერთო ინტერესებს ყველა სფეროში განამტკიცონ მეგობრული ურთიერთობები და ადასტურებენ ორმხრივ მისწრაფებას განავითარონ ხანგრძლივი და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა.

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, სხვა შეთანხმებებთან ერთად ხელმოწერილი ჩარჩო ხელშეკრულება, უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტია სახელმწიფოთშორისი ურთიერთობისათვის და საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკებს შორის თანამშრომლობის გრძელვადიან სტრატეგიას და პრინციპებს განსაზღვრავს.

"აღსანიშნავია, რომ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 24 წლის განმავლობაში დღევანდელ დღემდე ვერ მოხერხდა ამ ხელშეკრულების გაფორმება და იგი გაფორმდა დღეს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სხვა პრინციპებთან ერთად, რაც ჩადებულია ჩვენი თანამშრომლობის საფუძვლად ასევე ხაზგასმულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 577
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია