დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ ჯანელიძე - ვმუშაობთ, რომ ჟენევაში მივიღოთ ისეთი განცხადება, რომელიც მოემსახურება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს
ავტორი:
2018/მარტი/22 12:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/janelidze_f89ee.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/484421-mikheil-janelidze-vmushaobth-rom-zhenevashi-mivighoth-isethi-ganckhadeba-romelic-moemsakhureba-chveni-sakhelmtsifos-interesebs.html", "headline": "მიხეილ ჯანელიძე - ვმუშაობთ, რომ ჟენევაში მივიღოთ ისეთი განცხადება, რომელიც მოემსახურება ჩვენი სახელმ...", "datePublished": "2018-03-22 07:50:06", "dateModified": "2018-03-22 07:50:06", "description": "ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში, ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ, რათა მიღებულ იქნას ისე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/janelidze_f89ee.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში, ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ, რათა მიღებულ იქნას ისეთი განცხადება, რომელიც მოემსახურება ჩვენს მიზნებს, სახელმწიფოს ინტერესებს და რა თქმა უნდა, მიმართული იქნება იქითკენ, რომ რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განუცხადა.

კითხვაზე, განცხადებაში აისახება თუ არა რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღების საკითხი, ჯანელიძემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები გრძელდება და უნდა დაველოდოთ ჟენევის დისკუსიის შემდგომ რაუნდზე წარმართულ მოლაპარაკებებს.

“ჩვენი მიზანია, რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს და ამ შეთანხმების იმპლემენტაცია დაიწყოს, რაც 2008 წლის შემდეგ არ ხდება და ვერ ხერხდება. ამისთვის აუცილებელია შეიქმნას საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისკენ იქნება მიმართული. საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები არის აუცილებელი იმისათვის, რომ ჩვენ თავიდან ავირიდოთ ისეთი მძიმე შემთხვევები, როგორიც არის არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა. ასევე აუცილებელია დაშვებულ იქნას ადამიანის უფლებების მონიტირინგის მექანიზმები და ამ პროცესში შესაბამისი საერთაშორისო ჩართულობა იყოს. სწორედ ამიტომ ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ჩვენი მიზანია, რომ საერთაშორისო პატნიორების აქტიური მონაწილეობით, რომლებიც ჩართული არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, მივაღწიოთ ჩვენი სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს მიზანს - რუსეთმა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტით შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და დავიწყოთ კონფლიქტის მშვიდობით დარეგულირების პროცესი“, - განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ ჯანელიძემ.

რაც შეეხება განცხადებას, რომელზეც მუშაობა ჟენევის მოლაპარაკაბების ფორმატში მიმდინარეობს, მინისტრის განმარტებით, განცხადებაზე მუშაობა 2012 წლის დასაწყისში დაიწყო.

“ეს განცხადება სწორედ ამ მიზნისაკენ მიმართული ერთ-ერთი ნაბიჯია. წინა რაუნდებზე ჩვენ გარკვეული პროგრესი გვქონდა განცხადების ტექსტზე მოლაპარაკების პროცესში. ეს პროგრესი შესაძლებელი გახდა დისკუსიებში ჩართული ყველა პარტნიორის აქტიური მონაწილეობის შედეგად. მოლაპარაკებები განცხადების ტექტზე დასრულებული არ არის. მოლაპარაკებები შემდეგ რაუნდზე გაგრძელდება, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება“, - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 542
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია