დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოზარ სუბარი - პარლამენტმა მრავალდღიანი პრინციპული მუშაობის შემდეგ მიიღო დაბალანსებული რეზოლუცია, რომელშიც ასახულია ძალიან სწორი მესიჯები
ავტორი:
2018/მარტი/22 11:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/subarisozar_5400b.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/484418-sozar-subari-parlamentma-mravaldghiani-principuli-mushaobis-shemdeg-miigho-dabalansebuli-rezolucia-romelshic-asakhulia-dzalian-stsori-mesijebi.html", "headline": "სოზარ სუბარი - პარლამენტმა მრავალდღიანი პრინციპული მუშაობის შემდეგ მიიღო დაბალანსებული რეზოლუცია, რო...", "datePublished": "2018-03-22 07:40:30", "dateModified": "2018-03-22 07:40:30", "description": "საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია მნიშვნელოვანი გზავნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხო...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/subarisozar_5400b.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია მნიშვნელოვანი გზავნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც, რომლის მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ ყოველწლიურად იზრდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა.

სუბარი მნიშვნელოვნად აფასებს ისეთი რეზოლუციის მიღებას, რომელშიც ძალიან ნათლად არის ასახული საქართველოს ხელისუფლებისა და მთელი მოსახლეობის პოზიცია.

„ეს პოზიცია, პირველ რიგში, არის ქვეყნის დეოკუპაცია და საქართველოს ყველა მოქალაქის უფლება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ღირსეული დაბრუნების შანსი ჰქონდეთ. ცხადია, ძალიან კარგად გვესმის, რომ ერთი რეზოლუციით ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია, მაგრამ პარლამენტმა მრავალდღიანი პრინციპული მუშაობის შემდეგ მიიღო დაბალანსებული რეზოლუცია, რომელშიც ასახულია ძალიან სწორი მესიჯები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სწორედ ამ რეზოლუციას დაუჭირა მხარი ოპოზიციის ნაწილმა. მთავარი საკითხები, რომელიც ხაზგასმულია პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში, არის დეოკუპაცია, დევნილების უსაფრთხო დაბრუნება და ადამიანის უფლებების დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მე ვფიქრობ, ეს რეზოლუცია იქნება მნიშვნელოვანი გზავნილი არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეებისთვის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების ჩათვლით, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც, რომლის მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკისა და ქვეყნის დეოკუპაციის მიმართ ყოველწლიურად უფრო იზრდება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

რაც შეეხება რეზოლუციის აღსრულების მექანიზმებს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ ნაწილში, სოზარ სუბარის თქმით, სია შედგება მას შემდეგ, რაც მკაფიოდ გამოიკვეთება ყველა დამნაშავე პირის ვინაობა.

„დროთა განმავლობაში აუცილებლად დადგება იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებსაც ამ ორ დანაშაულში და ზოგადად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ დანაშაულებრივ პოლიტიკაში მონაწილეობა აქვთ მიღებული. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ერთი რეზოლუციით მსგავსი საკითხები არ წყდება არამარტო საქართველოში, არამედ არსად. გავიხსენებ ლონდონში ლიტვინენკოს მკვლელობას, როცა მკვლელობაში ბრალდებული პირი დღეს რუსეთის დუმის წევრია და მისი დასჯა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. მაგრამ სწორედ ცივილიზებული სამყაროს პრინციპული პოზიცია იქნება იმის გარანტი, რომ საბოლოოდ მოხდება ყველა დამნაშავე პირის არა მარტო გამოვლენა, არამედ დასჯა და ასეთი რეზოლუციების მიღება და პრინციპული პოზიციის დაფიქსირება ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია“, - დასძინა სოზარ სუბარმა.

საქართველოს პარლამენტმა გუშინ, არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა. რეზოლუციის პროექტი პლენარულ სხდომაზე განიხილეს, რის შემდეგაც კენჭისყრა გაიმართა. რეგისტრაცია გაიარა 110-მა დეპუტატმა. რეზოლუციის პროექტს მხარი 106-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ წასულა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 545
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია