დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირმა ინაშვილი მამუკა მდინარაძეს - ჩვენი გადაწყვეტილება რეზოლუციის კენჭისყრაში არმონაწილეობის შესახებ გამოწვეულია ქვეყნის ინტერესების დაცვით, გონივრულობით, რომელიც შენ არა გაქვს
ავტორი:
2018/მარტი/22 00:00:03
../photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/inashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/484346-irma-inashvili-mamuka-mdinaradzes-chveni-gadatsyvetileba-rezoluciis-kentcisyrashi-armonatsileobis-shesakheb-gamotsveulia-qveynis-interesebis-dacvith-gonivrulobith-romelic-shen-ara-gaqvs.html", "headline": "ირმა ინაშვილი მამუკა მდინარაძეს - ჩვენი გადაწყვეტილება რეზოლუციის კენჭისყრაში არმონაწილეობის შესახებ...", "datePublished": "2018-03-21 19:49:59", "dateModified": "2018-03-21 19:49:59", "description": "ერთი მოლაყბე კაცი ხარ, ბიძინა ივანიშვილის სახელს ბოროტად იყენებ და ყველა თქვენს ნამოქმედარზე ამტკიცე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/inashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ერთი მოლაყბე კაცი ხარ, ბიძინა ივანიშვილის სახელს ბოროტად იყენებ და ყველა თქვენს ნამოქმედარზე ამტკიცებ, რომ ეს ბიძინამ დაგავალათ, - ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძეს.

„მამუკა, დიდიხანია აღარ ხარ ზურაბ ადეიშვილის თანამშრომელი? და დიდი ხანია აღარ ხარ „ნაციონალური მოძრაობით“ აღტაცებული ადვოკატი? "საქართველოს პატრიოტების" გადაწყვეტილება - კენჭისყრაში არმონაწილეობის შესახებ ოკუპანტის მხარდაჭერით კი არაა განპირობებული (ამდენი ტვინი უნდა გქონდეს, რომ ხვდებოდე), არამედ გამოწვეულია ქვეყნის ინტერესების დაცვით, სიფრთხილით, გონივრულობით, რომელიც შენ არა გაქვს! არა გაქვს იმიტომ, რომ არა ხარ პოლიტიკოსი. არ გესმის პოლიტიკური პროცესი. არა ხარ ამ პროცესის მონაწილე. მე საერთაშორისო პროცესებსაც ვგულისხმობ. ერთი მოლაყბე კაცი ხარ, ბიძინა ივანიშვილის სახელს ბოროტად იყენებ და ყველა თქვენს ნამოქმედარზე ამტკიცებ, რომ ეს ბიძინამ დაგავალათ. კონსტიტუციაც ბიძინას სახელით შეცვალეთ, ეს პირადად მე მითხარი და ახლა მიპასუხე: ისევ ბიძინას სახელით გააუქმეთ ე.წ. ბოსუსის სისტემა? სინამდვილეში შენ და თქვენს 5 კაციან დაჯგუფებას პარლამენტში ბიძინა ივანიშვილი საერთოდ არ გიცნობთ. თვალით არ ჰყავხართ ნანახი.

მკაფიოდ ვამბობ: ჩვენ ვიზიარებთ ამ დოკუმენტის სულისკვეთებას რიგ პუნქტებში, მაგრამ არ ვიზიარებთ რიგ ფორმულირებებს და მიგვაჩნია, რომ ასეთი ტიპის რეზოლუციები ყოველთვის სახიფათოა. განსაკუთრებით დღევანდელ ვითარებაში და თანაც, რეზოლუციები, რაზეც ბატონი სერგი კაპანაძე წერს, რომ თურმე ეს დოკუმენტი მათი ღვაწლის შედეგია. ახლა თვითონ ბოკერიას ხალხი აცხადებს, რომ შენთან ერთად, დიდ ღვაწლში ყოფილა. გილოცავ შენ პირადად ბოკერიას ჯგუფის ამ განცხადებას. დაიმსახურე ნამდვილად და ბოლოს, რეზოლუციის ტექსტი უნდა იყოს ისეთი, რომ დამნაშავემ გაიგოს - ის დაისჯება და მეორეს მხრივ, უნდა იყოს ისეთი, რომ ოსმაც, აფხაზმაც გაიგოს: ჩვენ მათ არაფერს ვერჩით, მაგრამ შენი მედროვე ტვინი ამას ვერ გაიგებს წერს ირმა ინაშვილი „ფესიბუქის“ საკუთარ გვერდზე.

მამუკა მდინარაძემ დღეს განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები უერთდებიან „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებს და ხმას არ აძლევენ რეზოლუციას საოკუპაციო რეჟიმისა და რუსეთის წინააღმდეგ.
”ნამდვილად არ ვიცი, რა უნდა მოხდეს მეტი ლუსტრაციისათვის, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები უერთდებიან „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებს და ხმას არ აძლევენ რეზოლუციას საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, ხმას არ აძლევენ რეზოლუციას რუსეთის წინააღმდეგ,“ - განაცხადა მდინარაძემ.
დღეს, საქართველოს პარლამენტმა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშიორებული რეზოლუციის პროექტი 106 ხმით მიიღო. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და "პატრიოტთა ალიანსმა" ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუციის პროექტის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 492
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია