დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დიმიტრი ხუნდაძე ქალთა კვოტირებაზე - ინდიკატორად არა სქესი, არამედ ჭკუა, გონება და გამოცდილება უნდა იქნას გამოყენებული
ავტორი:
2018/მარტი/21 20:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/xundadze3.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/484320-dimitri-khundadze-qaltha-kvotirebaze-indikatorad-ara-sqesi-aramed-tckua-goneba-da-gamocdileba-unda-iqnas-gamoyenebuli.html", "headline": "დიმიტრი ხუნდაძე ქალთა კვოტირებაზე - ინდიკატორად არა სქესი, არამედ ჭკუა, გონება და გამოცდილება უნდა ი...", "datePublished": "2018-03-21 16:35:57", "dateModified": "2018-03-21 16:35:57", "description": "საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ქალთა სავალდებულო კვოტირებას ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/xundadze3.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ქალთა სავალდებულო კვოტირებას არ ეთნხმება და აცხადებს, რომ „ინდიკატორად არა სქესი, არამედ, ჭკუა, გონება და გამოცდილება უნდა იქნას გამოყენებული“.

მისივე განცხადებით, „ასეთი კვოტირებით მათ არათუ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ვაყენებთ, არამედ, პირიქით, შეურაცხვყოფთ“.

„უდიდეს პატივისცემას გამოვხატავ მანდილოსნების მიმართ, მაგრამ ვფიქრობ შეურაცხმყოფელია, როდესაც მათ წინასწარ დაჯავშნულ ადგილებს ვთავაზობთ. ისინი არაფრით ჩამორჩებიან საპისპირო სქესს. იმისათვის რომ პარლამენტში და არა მარტო პარლამენტში მოიპოვონ საკუთარი ადგილი, მათ არ სჭირდებათ წინასწარ ხელოვნური დაგეგმარება და საერთოდ, რა შუაშია სქესი? ინდიკატორად არა სქესი, არამედ, ჭკუა, გონება და გამოცდილება უნდა იყოს გათვალისწინებული პარლამენტშიც, მთავრობაშიც და ყველგან. მითუმეტეს იქ, სადაც მაღალი პასუხისმგებლობაა და სადაც ქვეყნისთვს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ხდება, რომელიც თანაბრად ეხება ქალებსაც და კაცებსაც“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.


პარლამენტი სავალდებულო გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით “საარჩევნო კოდექსში“ ინიცირებულ ცვლილებებს იხილავს.

პროექტი 37 ათასზე მეტი ამომრჩევლის ხელმოწერით, საინიციატივო ჯგუფის მიერ არის ინიცირებული. განხილვა პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით მიმდინარეობს.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიული სიების წარდგენისას, პარტიებს ევალებათ დაიცვან სქესთა ბალანსი ისე, რომ პარტიულ სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიას უბრუნებს სიას ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ხოლო ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, პარტია რეგისტრაციას ვერ გაივლის. გარდა ამისა, როგორც პარლამენტის, ასევე საკრებულოს წევრის მიერ მანდატზე უარის თქმის შემთხვევაში, მის ადგილს იკავებს იმავე სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის კანდიდატი.

სავალდებულო გენდერული კვოტირების შემოღებას უმრავლესობაში მომხრეებთან ერთად, ჰყავს მოწინააღმდგეები.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 516
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია