დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
არჩილ თალაკვაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ - თქვენ პოლიტიკური გაბედულება არ გაქვთ დღეს თან წამოღებული, რომ რეზოლუციას მხარი დაუჭიროთ
ავტორი:
2018/მარტი/21 17:00:02
../photo/2015_02/0-00-1ATEB-2017/talakvadze10.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/484253-archil-thalakvadze-nacionalur-modzraobas-thqven-politikuri-gabeduleba-ar-gaqvth-dghes-than-tsamoghebuli-rom-rezolucias-mkhari-dautciroth.html", "headline": "არჩილ თალაკვაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ - თქვენ პოლიტიკური გაბედულება არ გაქვთ დღეს თან წამოღებული, რ...", "datePublished": "2018-03-21 13:00:57", "dateModified": "2018-03-21 13:00:57", "description": "თქვენ უბრალოდ პოლიტიკური გაბედულება არ გაქვთ დღეს თან წამოღებული, რომ ამ რეზოლუციას მხარი დაუჭიროთ, ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1ATEB-2017/talakvadze10.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თქვენ უბრალოდ პოლიტიკური გაბედულება არ გაქვთ დღეს თან წამოღებული, რომ ამ რეზოლუციას მხარი დაუჭიროთ, - ასე მიმართა ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერ რომან გოცირიძეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ. მისი თქმით, გოცირიძემ მისი გამოსვლის არასწორი ინტერპრეტაცია გააკეთა.

”ძალიან უყურადღებოდ უსმენდით ჩემ გამოსვლას, რადგან აბსოლუტურად არასწორი ინტერპრეტაცია გააკეთეთ. აქ არის ბევრი ადამიანი, ვინც მოისმინა ჩემი გამოსვლა, ასევე სტენოგრამას გადმოგცემთ სახსოვრად, რომ ასეთი რამ არ მითქვას. მე ვთქვი, რომ ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით ასახულია არა თქვენი, არამედ ქალბატონი სალომეს და თინას შემოთავაზებები რეზოლუციაში ორ ადგილზე. რაც შეეხება მეორე საკითხს, მართალი გითხრათ, არც იმის მჯერა, ისინი რომ ყოფილიყო გათვალისწინებული, რეზოლუციას მხარს დაუჭერდით. თქვენ უბრალოდ პოლიტიკური გაბედულება არ გაქვთ დღეს თან წამოღებული, რომ ამ რეზოლუციას მხარი დაუჭიროთ. სამწუხაროა, რომ თქვენი კოლეგებიც გავლენის ქვეშ მოაქციეთ, თუმცა რეზოლუციას აქვს მხარდაჭერა უმრავლესობის და უმცირესობის”, - აღნიშნა თალაკვაძემ.

პარლამენტმა არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუციის პროექტი მიიღო. რეზოლუციას მხარი დაუჭირეს როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის წევრებმა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 578
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია