დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ემზარ კვიციანი არჩილ ტატუნაშვილისთვის საქართველოს გმირის წოდების მინიჭების ინიციატივით გამოდის
ავტორი:
2018/მარტი/21 15:30:02
../photo/2015_02/0-00-1NOEM-2016/kviciani.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/484218-emzar-kviciani-archil-tatunashvilisthvis-saqarthvelos-gmiris-tsodebis-minitcebis-iniciativith-gamodis.html", "headline": "ემზარ კვიციანი არჩილ ტატუნაშვილისთვის საქართველოს გმირის წოდების მინიჭების ინიციატივით გამოდის", "datePublished": "2018-03-21 11:32:48", "dateModified": "2018-03-21 11:32:48", "description": "მაქვს წინადადება, რომ არჩილ ტატუნაშვილს მიენიჭოს საქართველოს გმირის წოდება, - ამის შესახებ ფრაქცია ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1NOEM-2016/kviciani.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მაქვს წინადადება, რომ არჩილ ტატუნაშვილს მიენიჭოს საქართველოს გმირის წოდება, - ამის შესახებ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა ემზარ კვიციანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა აღნიშნა, რომ არჩილ ტატუნაშვილი შეეწირა ურთიერთობის დათბობას საქართველოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის.

„გახსოვთ, ალბათ, გატაცებები 1993-1994 წლების პერიოდში, ზუგდიდში. ხშირად ხდებოდა ეს. პარტიზანული ჯგუფებიც იყო საქართველოს მხრიდან და იყო აფხაზური მხრიდანაც. როგორც კი დათბებოდა ურთიერთობა აფხაზებსა და ქართველებს შორის, ეგრევე პარტიზანული მოქმედებები ხდებოდა ანუ არიან ადამიანები, რომლებიც დაინტერესებული არიან არასოდეს არ შევრიგდეთ არც აფხაზებთან და არც ოსებთან. დაინტერესებული პირები იყვნენ როგორც რუსულ მხარეს, ისე ქართულ მხარესაც.

ტატუნაშვილი ფაქტობრივად, შეეწირა ურთიერთობის დათბობას, ამიტომ მაქვს წინადადება, რომ არჩილ ტატუნაშვილს მიენიჭოს საქართველოს გმირის წოდება,“ -განაცხადა ემზარ კვიციანმა.

ამასთან, ემზარ კვიციანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საჭიროა გაირკვეს, თუ როგორ აღმოჩნდა არჩილ ტატუნაშვილი არაკონტროლირებად ტერიტორიაზე. თემა: არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა ცხინვალში სამედიცინო ექსპერტი - არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც დიდი ალბათობით წამების კვალზე მიუთითებს
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 625
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია