დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარლამენტის ხვალინდელი პლენარული სხდომის მთავარი თემა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე მომზადებული რეზოლუციის პროექტი იქნება
ავტორი:
2018/მარტი/20 19:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/kobaxidzeparlamenti-1.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/484013-parlamentis-khvalindeli-plenaruli-skhdomis-mthavari-thema-archil-tatunashvilis-sicockhlis-khelyofis-faqtze-momzadebuli-rezoluciis-proeqti-iqneba.html", "headline": "პარლამენტის ხვალინდელი პლენარული სხდომის მთავარი თემა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე მ...", "datePublished": "2018-03-20 14:49:02", "dateModified": "2018-03-20 14:49:02", "description": "პარლამენტის ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე განხილვის მთავარი თემა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/kobaxidzeparlamenti-1.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე განხილვის მთავარი თემა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ რეზოლუცია იქნება.

რეზოლუციის პროექტი უმცირესობასა და უმრავლესობას შორის შეთანხმებული ვარიანტია, რომელშიც ასახულია “ევროპული საქართველოს“ ინიციატივა “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შექმნის შესახებ. პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 15 ივნისამდე პარლამენტს უნდა წარუდგინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სია - “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“.

რეზოლიციის პროექტში, საქართველოს პარლამენტი გმობს: რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს; რუსეთის ფედერაციის მიერ საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის იზოლაციას; ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების რეგულარულ უხეშ დარღვევას, რაც დადასტურებულია მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური დოკუმენტებით.

პარლამენტი გმობს, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფას, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე სრული კონტროლის განმახორციელებელ ძალას; ასევე, საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფას და მკვლელის მიმართ სამართლის აღსრულების შეფერხებას, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე სრული კონტროლის განმახორციელებელ ძალას.

რეზოლიციის პროექტით, საქართველოს პარლამენტი რუსეთის ფედერაციისაგან მოითხოვს, უზრუნველყოს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დაუყოვნებლივი გადმოცემა, არ დააბრკოლოს საქართველოს ხელისუფლების მიერ საფუძვლიანი გამოძიების ჩატარება, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით და უზრუნველყოს დამნაშავეთა მიმართ სამართლის აღსრულება; ასევე მოითხოვს, უზრუნველყოს სამართლის აღსრულება გიგა ოთხოზორიას მკვლელის მიმართ.

პარლამენტი რუსეთის ფედერაციას მიმართავს, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, შეწყვიტოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაცია და გააუქმოს გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. “დამოუკიდებლობის“ აღიარების შესახებ.

რეზოლუციის პროექტში დაფიქსირებულია რუსეთისადმი მიმართვა, შეაჩეროს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის იზოლაცია და არ შეუქმნას ხელოვნური ბარიერები საოკუპაციო ხაზის სხვადასხვა მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის ნდობის აღდგენას და ურთიერთობების გაღრმავებას.

ამასთან, პარლამენტი საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, დააწესოს ყველა შესაძლო შეზღუდვა და ხელი შეუწყოს სამართლის აღსრულებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მიმართ დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სიის შესაბამისად; გააძლიეროს ძალისხმევა, რათა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უზრუნველყოფილ იქნეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების დაშვება; უზრუნველყოს ძალისხმევის კონსოლიდაცია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე გადასაწყვეტად, რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების სრულად შესრულებისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანის მიზნით.

რაც შეეხება “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ საკითხს, რეზოლუციის პროექტით, პარლამენტი საქართველოს მთავრობას მიმართავ, დადგენილებით დაამტკიცოს და 2018 წლის 15 ივნისამდე პარლამენტს წარუდგინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სია - „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“.

რეზოლუციის პროექტის გათვალისწინებით, პარლამენტი მთავრობას ავალებს, მიიღოს ზომები საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ დასახელებულ პირთა მიმართ ყველა შესაძლო შეზღუდვის, მათ შორის სავიზო, ქონებრივი და ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებული შეზღუდვების დასაწესებლად და სამართლის აღსრულების ხელშესაწყობად.

მთავრობამ უნდა განსაზღვროს, “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ დადგენილების აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყება, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარუდგენს რეგულარულ ანგარიშს დადგენილების აღსრულების მდგომარეობის შესახებ.
თემა: არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა ცხინვალში ცხინვალის დეფაქტო გენპროკურატურა ადასტურებს, რომ ქართულ მხარეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს დღეს გადასცემს
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 528
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია