დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძე - იმისთვის, რომ ოჯახური მდგომარეობის მიზეზით სესიების გაცდენისას მანიპულაციებს არ ჰქონდეს ადგილი, მნიშვნელოვანია დაკონკრეტდეს, რა იგულისხმება ოჯახურ მდგომარეობაში
ავტორი:
2018/მარტი/20 18:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/kobaxidzee.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/484012-irakli-kobakhidze-imisthvis-rom-ojakhuri-mdgomareobis-mizezith-sesiebis-gacdenisas-manipulaciebs-ar-hqondes-adgili-mnishvnelovania-dakonkretdes-ra-iguliskhmeba-ojakhur-mdgomareobashi.html", "headline": "ირაკლი კობახიძე - იმისთვის, რომ ოჯახური მდგომარეობის მიზეზით სესიების გაცდენისას მანიპულაციებს არ ჰქ...", "datePublished": "2018-03-20 14:34:49", "dateModified": "2018-03-20 14:34:49", "description": "საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმისთვის, რომ დეპუტატების მხრიდან...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/kobaxidzee.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმისთვის, რომ დეპუტატების მხრიდან ოჯახური მდგომარეობის მიზეზით გაცდენისას მანიპულაციებს არ ჰქონდეს ადგილი, მნიშვნელოვანია დაკონკრეტდეს, რა იგულისხმება ოჯახურ მდგომარეობაში. მისი თქმით, ეს ცვლილება რეგლამენტში აისახება.

„რეალურად, დღემდე მოქმედებს კონკრეტული რეგულაციები გაცდენებთან დაკავშირებით. კერძოდ, მოქმედებს სანქციებიც, რომელიც არის გათვალისწინებული გაცდენებისათვის. თუმცა, არის გარკვეული ნიუანსები, რომელიც შეუძლებელს ხდის ამ სანქციების შეფარდებას. მაგალითად, დეპუტატებს ძალიან მარტივად შეუძლიათ ოჯახური მდგომარეობის მითითება გაცდენის დროს და ასეთ დროს, ბუნებრივია, გაცდენა ეთვლებათ საპატიოდ. იმისათვის, რომ ასეთი მანიპულაციები ჩვენ თავიდან ავირიდოთ, მნიშვნელოვანია დაკონკრეტდეს ის, თუ რა იგულისხმება ოჯახურ მდგომარეობაში. ეს ცვლილება აისახება რეგლამენტში. ასევე, სხვა ანალოგიური ცვლილებები, რომლებიც ჩვენ მოგვცემს საბოლოო ჯამში, ასე ვთქვათ, ვითარების გაუმჯობესების შესაძლებლობას. პრობლემა არის, რა თქმა უნდა, დაგვიანება, გაცდენა, თუმცა ეს პრობლემა ძალიან მარტივად გადაწყდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ რეგლამენტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც დეპუტატების მიერ პლენარულ და საკომიტეტო სხდომების გაცდენებთან დაკავშირებულ ნორმებს ამკაცრებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 554
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია