დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით დონდუა - კარასინის განცხადება არ ათავისუფლებს რუსეთს ძალის არგამოყენების იურიდიული ვალდებულების დადასტურებისგან
ავტორი:
2018/მარტი/20 18:00:02
../photo/2015_02/0-0OQT-2015/dondua.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/484004-davith-dondua-karasinis-ganckhadeba-ar-athavisuflebs-ruseths-dzalis-argamoyenebis-iuridiuli-valdebulebis-dadasturebisgan.html", "headline": "დავით დონდუა - კარასინის განცხადება არ ათავისუფლებს რუსეთს ძალის არგამოყენების იურიდიული ვალდებულები...", "datePublished": "2018-03-20 13:58:57", "dateModified": "2018-03-20 13:58:57", "description": "ჩვენი მიზანია, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში დაიწყოს საგნობრივი განხილვა 2008 წლის ცეცხლ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-0OQT-2015/dondua.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ჩვენი მიზანია, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში დაიწყოს საგნობრივი განხილვა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის, რაც აქამდე ვერ ხერხდება, - ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა რუსი კოლეგის, გრიგორი კარასინის განცხადებას.

დონდუას განმარტებით, მნიშვნელოვანია, შეიქმნას საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მეხუთე პუნქტის შესაბამისად, რისი საჭიროებაც ყველასთვის, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის ნათელია.

მისივე თქმით, სწორედ ამ მიზნის მისაღწევად გადადგმულ ერთ-ერთ ნაბიჯად ქართული მხარე, მათ შორის განიხილავს ჟენევის საერთაშორსო დისკუსიების მონაწილეთა მიერ მისაღებ პოლიტიკურ განცხადებას ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით, რომელზეც წლებია მიმდინარეობს მუშაობა.

„ეს განცხადება, რა თქმა უნდა, არ ათავისუფლებს რუსეთის ფედერაციას ძალის არგამოყენების იურიდიული ვალდებულების დადასტურებისგან. ჩვენ ჟენევაში გავაგრძელებთ თანმიმდევრული და პრინციპული პოზიციით მონაწილეობას და მოლაპარაკებებს, რათა მოიძებნოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზები, საერთაშორისო სამართლის და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესაბამისად.

თუ პროცესი კონსტრუქციულად წარიმართა, ეს აჩენს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში შემდგომი საგნობრივი მოლაპარაკებისთვის სივრცეს და მაღალი პოლიტიკური დონის ჩართულობის შესაძლებლობას, რის თაობაზეც ჩვენ მზაობა უკვე გამოვხატეთ“, - განაცხადა დავით დონდუამ.

შეგახსენებთ, რომ რუსულ გამოცემა „კომერსანტთან“ საუბარში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა იმედი გამოთქვა, რომ ჟენევის დისკუსიების მორიგ შეხვედრაზე ძალის გამოუყენებლობის საკითხზე განცხადება იქნება მიღებული.

გრიგორი კარასინის თქმით, პროგრესი ამ კუთხით მიღწეული იყო წინა შეხვედრაზე, რომელიც 2017 წლის დეკემბერს გაიმართა.

როგორც მან აღნიშნა, ზეპირი დეკლარაცია ნეიტრალური ხასიათის იქნება, ანუ მასში აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სტატუსი ნახსენები არ იქნება.

„ჟენევის დისკუსიების მონაწილეები უბრალოდ განაცხადებენ ერთმანეთთან მიმართებაში ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ამას იურიდიულად სავალდებულო ხასიათი არ ექნება, თუმცა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი იქნება“, - აღნიშნა კარასინმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 585
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია