დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პრეზიდენტი - არსებული გამოწვევების გასამკლავებლად საჭიროა - აშშ-ში საქართველოს მხარდასაჭერი აქტის მიღება და ქართულ - ამერიკული ურთიერთობების ახალ საფეხურზე გადაყვანა
ავტორი:
2018/მარტი/20 17:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/kelimargvela.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/483998-prezidenti-arsebuli-gamotsvevebis-gasamklaveblad-satciroa-ashsh-shi-saqarthvelos-mkhardasatceri-aqtis-migheba-da-qarthul-amerikuli-urthierthobebis-akhal-safekhurze-gadayvana.html", "headline": "პრეზიდენტი - არსებული გამოწვევების გასამკლავებლად საჭიროა - აშშ-ში საქართველოს მხარდასაჭერი აქტის მი...", "datePublished": "2018-03-20 13:45:22", "dateModified": "2018-03-20 13:45:22", "description": "პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამერიკის ელჩთან საქართველოში, იან კელისთან გამოსამშვიდობებელი შეხვ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/kelimargvela.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამერიკის ელჩთან საქართველოში, იან კელისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა იან კელისთან, რომელიც აშშ-ს ელჩის თანამდებობას 3 წლის განმავლობაში იკავებდა და საქართველოს მარტში დატოვებს, ელჩის მოღვაწეობა შეაჯამა და ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრაზე ისაუბრეს აშშ -საქართველოს ურთიერთობათა დინამიკაზე, საქართველოს პრეზიდენტის აშშ-ი ვიზიტზე, ასევე, სენატში, კონგრესსა და თეთრ სახლში გამართულ კონსულტაციებზე, რომელზეც საქართველოს მხარდასაჭერი აქტის მიღების საკითხი განიხილეს.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, გაზრდილი საფრთხეების ფონზე, როცა საქართველოს, როგორც რეგიონში დემოკრატიული განვითარების მიმართულებით მოწინავე ქვეყნის თავისუფლება და დემოკრატია დასაცავია, გამოწვევების გასამკლავებლად მნიშვნელოვანია - აშშ-ში საქართველოს მხარდასაჭერი აქტის მიღება და ქართულ - ამერიკული ურთიერთობების ახალ საფეხურზე გადაყვანა.

აშშ-ს ელჩმა იან კელიმ შეხვედრისას, საელჩოს სახელით, გამოხატა სრული მზაობა, რომ საელჩო გააგრძელებს ინტენსიურ თანამშრომლობას პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და ყველა ძალას იხმარს, იმისთვის, რომ ეს მნიშვნელოვანი ინიციატივა იქნას მხარდაჭერილი.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 697
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია