დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„ევროპული საქართველო“- ჩვენ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, ქალებზე ძალადობის აღმოსაფხვრელად ქმედითი ნაბიჯები გადადგას
ავტორი:
2018/მარტი/20 17:00:02
../photo/2015_02/0-00-1AMART-2017/evropuli-saqartvelo.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/483980-evropuli-saqarthvelo-chven-unda-vaidzuloth-khelisufleba-qalebze-dzaladobis-aghmosafkhvrelad-qmedithi-nabijebi-gadadgas.html", "headline": "„ევროპული საქართველო“- ჩვენ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, ქალებზე ძალადობის აღმოსაფხვრელად ქმედითი ნაბი...", "datePublished": "2018-03-20 12:47:36", "dateModified": "2018-03-20 12:47:36", "description": "პარტია „ევროპული საქართველო“ ქალთა მიმართ ძალადობასა და სექსუალური შევიწროების ფაქტებთან დაკავშირები...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AMART-2017/evropuli-saqartvelo.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარტია „ევროპული საქართველო“ ქალთა მიმართ ძალადობასა და სექსუალური შევიწროების ფაქტებთან დაკავშირებით, ხელისუფლებას განცხადებით მიმართავს. პარტია გავრცელებულ განცხადებაში, მმართველ გუნდს და შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, რომ დაიხვეწოს კანონმდებლობა და სამართალდამცავებმა უფრო ეფექტურად იმუშაონ. „ევროპული საქართველო“ აღნიშნულთან დაკავშირებით, მზაობას გამოთქვამს სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან თანამშრომლობისთვის.

პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებას, „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ ქალების შევიწროებისა და მათზე ძალადობის შემაშფოთებელი ისტორიები. პირველ რიგში, იმ ქალებს ვეხმიანებით, რომლებმაც გამბედაობა მოიკრიბეს და შევიწროების საკუთარი გამოცდილებები გაახმიანეს. მათი სიმტკიცე დასაფასებელია, ხოლო მაგალითი მისაბაძი.

სამწუხაროდ, პოლიტიკურ და საჯარო დებატში ნაკლებადაა განხილული ის პრობლემები, რომლის წინაშეც ქალები დგანან. ქალები არ არიან პოლიტიკაში საკმარისად წარმოდგენილები. ჩვენ გვჯერა, რომ შიდა პარტიული დემოკრატიისა და კონკურენციის განვითარება, რომელიც მხოლოდ მერიტოკრატიაზე იქნება დაფუძნებული, ამ მიმართულებით ყველაზე მეტ და ძირეულ ცვლილებას მოიტანს.

სახელმწიფო ქალებს ხშირად დაუცველსა და მარტოს ტოვებს მოძალადის პირისპირ. ამაზე ოჯახური ძალადობის შემაშფოთებელი სტატისტიკაც მეტყველებს. პოლიციელებმა, პროკურორებმა და მოსამართლეებმა პირნათლად უნდა დაიწყონ საკუთარი მოვალეობის შესრულება, ხოლო სახელმწიფოს პრიორიტეტი ძალადობის აღმოფხვრა უნდა გახდეს. ამას ხელისუფლების პოლიტიკური ნება სჭირდება, რადგან კანონი ეფექტურ ინსტრუმენტს იძლევა მოძალადის დასასჯელად.

ამავდროულად, ვფიქრობთ, რომ დასახვეწია კანონმდებლობაც, რათა მოძალადეს ხელიდან გამოეცალოს ის ბერკეტები, რითაც შეიძლება პასუხისმგებლობა აირიდოს თავიდან.

ჩვენ მზად ვართ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აქტივისტებთან თანამშრომლობისთვის. ჩვენ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქალებზე ძალადობის აღმოსაფხვრელად“, - აღნიშნულია „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 576
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია