დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სერგი კაპანაძე - ”ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიაში” შესულების მიმართ დაწესდება სანქციები ქვეყნის შიგნით, ასევე, მთავრობას ექნება ვალდებულება იმუშაოს ქვეყნის გარეთ და პარტნიორებსაც დააწესებინოს სანქციები
ავტორი:
2018/მარტი/20 14:30:02
../photo/2015_02/0-00-1IANV-2017/kapanadze_e9555.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/483937-sergi-kapanadze-othkhozoria-tatunashvilis-siashi-shesulebis-mimarth-datsesdeba-sanqciebi-qveynis-shignith-aseve-mthavrobas-eqneba-valdebuleba-imushaos-qveynis-gareth-da-partniorebsac-daatsesebinos-sanqciebi.html", "headline": "სერგი კაპანაძე - ”ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიაში” შესულების მიმართ დაწესდება სანქციები ქვეყნის შიგნი...", "datePublished": "2018-03-20 10:32:12", "dateModified": "2018-03-20 10:32:12", "description": "”ოთხოზორია- ტატუნაშვილის სიაში” შესული პირების მიმართ დაწესდება სანქციები, როგორც ქვეყნის შიგნით, ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1IANV-2017/kapanadze_e9555.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ”ოთხოზორია- ტატუნაშვილის სიაში” შესული პირების მიმართ დაწესდება სანქციები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მთავრობას ექნება ვალდებულება იმუშაოს ქვეყნის გარეთ და ჩვენს პარტნიორებსაც დააწესებინოს სანქციები, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

"ევროპულ საქართველოს" მიაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ხვალ პარლამენტმა პლენარულ სესიაზე მიიღოს ეს რეზოლუცია, რითაც შეიქმნება ”ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია”, ანუ დადგინდება ”შავი სია”, რომელშიც შევლენ ის ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ჩვენი მოქალაქეების მკვლელობაზე, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მათ მიმართ დაწესდება სანქციები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მთავრობას ექნება ვალდებულება იმუშაოს ქვეყნის გარეთ და ჩვენს პარტნიორებსაც დააწესებინოს სანქციები. ეს არის ამ რეზოლუციის იდეა. იმედი გვაქვს, რომ პარლამენტი ერთიანად მხარს დაუჭერს ამ რეზოლუციას, რომელიც იქნება ძლიერი და ასევე თავისთავში მოიცავს შეფასებასაც", - განაცხადა კაპანაძემ.

მისივე თქმით, ამ სიის შექმნაზე პასუხისმგებელი უწყება სავარაუდოდ, უნდა იყოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ”თუმცა ეს არის თემა, რომელზეც კიდევ შეიძლება გაგრძელდეს კონსულტაციები”.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 526
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია